ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვა მშენებლობაში

თარიღები: 20 სექ - 14 ოქტ
მდებარეობა: თბილისი

სხვა ვებ გვერდზე

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ გიწვევთ ტრენინგზე ადამიანური რესურსების მართვა მშენებლობაში.

 

მშენებლობის სფეროში მომუშავე მენეჯერებისთვის განსაკუთრებით აქტუალური ორგანიზაციის საკადრო საკითხებია. ერთმანეთისგან განსხვავებული, მასშტაბური თუ შედარებით მცირე პროექტისა და გაუთვალისწინებელი, დაუგეგმავი მოცემულობების ცვალებადობა, თანმიმდევრულობასთან ერთად, სხარტ გადაწყვეტილებებს ითხოვს; შერჩევა-დაქირავების სწრაფი პროცედურები და, რაც მთავარია, შესაფერისი კვალიფიკაციის, მოტივირებული კადრების აღმოჩენა და შენარჩუნება - სამშენებლო პროცესის წარმატების პირდაპირპროპორციულია.

თანამშრომელთა მოტივაციის დაკარგვის საფრთხეებთან გამკლავება და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა - ეს HR მენეჯერის ყოველდღიური გამოწვევაა. ოქროს შუალედის დაცვა, რომ თანამშრომელიც იყოს კმაყოფილი და კომპანიამაც მაქსიმალურად გამოიყენოს მისი კომპეტენცია - ესეც ადამიანური რესურსების დეპარტამენტის პრეროგატივაა.

ტრენინგი, ადამიანური რესურსების მართვა მშენებლობაში, დინამიური და ინტერაქტიული მსვლელობით, აქტიური ჩართულობის საშუალებას მისცემს მონაწილეებს. მათი ყოველდღიური, საკადრო პრობლემატიკასთან დაკავშირებული ქეისების მაგალითზე, ჯგუფი ბევრ სასარგებლო და საჭირო ინფორმაციას მიიღებს. ტრენინგზე, რომელიც სამი, თითო 4-საათიანი შეხვედრისგან შედგება, განხილული იქნება HR-ის ძირითადი პროცედურების სრული ციკლი.

ტრენინგი საინტერესო იქნება როგორც პროფესიონალი HR მენეჯერებისთვის, ასევე, დამწყები თანამშრომლებისთვის ან მათთვის, ვინც სხვა საკითხებთან ერთად კომპანიაში HR-ის როლსაც ითავსებენ.

მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 14 ოქტომბრისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdTZsUVDk3MejE8C6xtRH7QztdEbw1LhZv1a8EZL5EnQctI0w/viewform

დრო: 16, 17 და 18 ოქტომბერი, 2019 წ. 17:40 – 22:00 (სულ 12 საკონტაქტო საათი).

ადგილი: ლუბლიანას ქუჩა 13ბ, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ საკონფერენციო დარბაზი

ტრენინგის საფასური: კურსის ღირებულებაა 100 ლარი; „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას.

 

ტრენერი: ეკატერინე ზედელაშვილი

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი / HR მენეჯერი

ეკატერინე ზედელაშვილის საინტერესო კარიერა ადამიანური რესურსების გარშემო ტრიალებს. ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სხავადასხვა კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელად. დღეს ის მასშტაბური სამშენებლო ჰოლდინგის Element Construction / ALL-P Group-ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

სამშენებლო სფერო, სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთან და მუდმივ რისკებთანაა დაკავშირებული, პროცესების

მართებულად განხორციელება კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ სწორად შერჩეული კადრების საშუალებითაა შესაძლებელი. ტრენინგზე განხილული იქნება რისკების პრევენციის პრაქტიკული მაგალითები.

ეკატერინე ზედელაშვილს ადამიანური რესურსების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი კვალიფიკაცია დამტკიცებულია მრავალ, მათ შორის, საერთაშორისო ტრენინგ-სემინარებზე.

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

OneSoft Training Centre


23 სექ - 22 ოქტ

3D Max-სამგანზომილებიანი გრაფიკის და ანიმაციის კურსები

ინტელექტ ცენტრი


10 ოქტ - 08 ნოემ

Advanced Excel, მონაცემთა ბაზები, IT WEB ტექნოლოგიები, სამშენებლო და საინჟნრო და 2D ,3D პროგრამები

VIP Intellect Group


18 სექ - 17 ოქტ

ArcGIS-10.4 გეოინფორმაციული სისტემები

VIP Intellect Group


18 სექ - 17 ოქტ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


09 ოქტ - 07 ნოემ

IT ინჟინერიის სასწავლო კურსი თბილისსა და გორში

ევროპული განათლების აკადემია ბიდისი


27 სექ - 26 ოქტ

IT ტექნოლოგიები;კომპიუტერული ინჟინერიის,ქსელის და ვებ პროგრამირების კურსები

ინტელექტ ცენტრი


10 ოქტ - 08 ნოემ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV