ფინანსური მენეჯერი

თარიღები: 12 სექ - 30 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@private.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსური მენეჯერი

სს „პრივატი“ 2010 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს მათზე მორგებულ, ინდივიდუალურ სერვისებს. ძირითადი მიმართულებებია: სასწრაფო სამედიცინო მომსახურება, სამედიცინო სერვისების კონსულტირება და მენეჯმენტი, სადაზღვევო ბიზნესი, სამედიცინო ტურიზმი.

 

ჩვენთვის პრიორიტეტულია მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება.

 

სს „პრივატი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა;
  • კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
  • სააღრიცხვო პერიოდის(ფინანსური წლის) დროულად და სწორად დახურვის უზრუნველსაყოფად ვადებში გაწერილი გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის შესრულების კონტროლი;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი და გუნდის განვითარებაზე ზრუნვა;
  • კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი; 
  • საგადასახადო ბარათებზე დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ბუღალტრულ ჩანაწერებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • გარე აუდიტის შედეგების საფუძველზე კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების განხორციელების უზრუნველყოფა;
  • გარე აუდიტის დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა;
  • კომპანიის მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობა;
  • ინსტრუქციებისა და დებულებების შემუშავება სააღრიცხვო პოლიტიკის სულყოფის მიზნით;
  • კომპანიის საოპერაციო საქმიანობის ცალკეულ ეტაპებზე შიდა კონტროლის გაუმჯობესება;
  • ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
  • საზედამხედველო ორგანოებთან წინასწარ დადგენილი სახით რეპორტირების და ანგარიშგების უზრუნველყოფა
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
  • პროფილით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • მოქნილი ცვლილებების მიმართ;
  • დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ლიდერის, მენეჯერისათვის აუცილებელი სხვა უნარ–ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@private.ge   2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.  

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

 

სს „პრივატი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გაცნობებთ, რომ „პრივატი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 

„პრივატი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის

გისურვებთ წარმატებას

მსგავსი განცხადებები
Финансовый менеджер в Батуми

სამორინე ეკლიფსი


13 სექ - 12 ოქტ

ფინანსური მენეჯერი ნატახტარში

ბარამბო


10 სექ - 30 სექ

ფინანსური მენეჯერი საგურამოში

ქართული ლუდის კომპანია


27 აგვ - 25 სექ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV