კომპიუტერული გრაფიკის კურსები;Photoshop,illustrator,indesign,Corel.

თარიღები: 10 სექ - 09 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: infointelc@gmail.com
ტელეფონი: 595050154
მისამართი: დავით აღმაშენებელის გამზ. N154
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები


"ინტელექტ ცენტრი" აცხადებს მსმენელთა მიღებას კომპიუტერული გრაფიკის შემსწავლელ სასერტიფიკატო კურსებზე: ფოტოშოპი - Adobe Photoshop, ილუსტრატორი - Adobe Illustrator, ქორელი - Corel DRAW,
ინდიზაინი - Adobe InDesign

პროგრამები შეისწავლება პროფესიონალურ დონეზე! სალექციო კურსები შემუშავებულია ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალი, Adobe-ს სერტიფიცირებული პრაქტიკოსი გრაფიკოს-დიზაინერების მიერ, თანამედროვე მეთოდებზე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით!
განსაკუთრებული პირობა: ტრენინგ-კურსის მონაწილეებს გადაეცემათ ყოველი ლექციის შემდეგ ლექციის მსვლელობისას ჩაწერილი ვიდეო გაკვეთილები, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ ახალი მიწოდებული მასალის შესწავლაში და დავალებების შესრულებაში!
ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ "ინტელექტ ცენტრის" მოსწავლეების ნამუშევრები გრაფიკაში: 
https://www.facebook.com/media/set/?set=a.553779974727773.1073741831.550181635087607&type=3

გთავაზობთ ზემოთ აღნიშნული სასწავლო პროგრამების მოკლე აღწერას:

1. ფოტოშოპი - Adobe Photoshop

სასწავლო კურსის მიზანია: მსმენელმა შეისწავლოს რასტრული (Adobe Photoshop) გრაფიკული რედაქტორის მუშაობის პრინციპები: რასტრული გამოსახულების დამუშავება: აღდგენა, კორექცია, დეფექტებისა და ცდომილებების მოშორება, კონტრასტების და ტონირების რედაქტირება; გრაფიკული რედაქტირების ძირითადი ელემენტების: შრეების, არხების, ნიღბებისა და  ფილტრების მუშაობის პრინციპები; ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, სავიზიტო ბარათების და სხვა პოლიგრაფიული ნამუშევრების დიზაინის შემუშავება და ბეჭდვისათვის მომზადება. GIF ანიმაციის და ვიდეო ფაილის შექმნა.

სასწავლო კურსის შინაარსი:
პროგრამა Adobe Photoshop-ის შესალებლობები და სიახლეები. ახალი დოკუმენტის შექმნა, საზომი ერთეულები, გარჩევადობა, ფერთა მოდელები, მხატვრული დაფა: Artboards –Properties; პროგრამის ინტერფეისი, დოკუმენტის შენახვის ფორმატები.
მონიშვნის ხელსაწყოები: ლასო (Lasso Tool), სწორხაზოვანი (Polygonal Lasso), მაგნიტური (Magnetic Lasso), სწრაფი მონიშვნა (Quick Selection), ჯადოსნური ჯოხი (Magic Wand), მონიშვნის მენიუ (Select), Color Range, Refine Edge. დაფერვის მეთოდები. გრადიენტი (Gradient Tool). ფუნჯი (Brush), საშლელი.
ტრანსფორმაციის ინსტრუმენტები: თავისუფალი ტრანსფორმაცია,Distort, Perspective, მარიონეტული დეფორმაცია (Puppet Warp), Content-Aware Scale. ზომის რედაქტირება/კადრირება.
ფენებთან (Layer) მუშაობა:  ახალი ფენის შექმნა, ფენების მართვა, ფენის მხატვრულ დაფად გადაქცევა Artboard from Layers; Convert to Smart Object ჭკვიანი ობიქტის თვისებები; ფენების სტილების ეფექტები;
ტონალური კორექტირების  ავტომატური ბრძანებები: Auto Tone, Auto Contrast,  Auto color, levels, Blake & White, Desasature, Hue Saturation. ფენების შერევის (ზედდების) რეჟიმები - Blending mode.
ტექსტი და მისი რედაქტირება:  აბზაცის და სიმბოლოს სტილი. ტექსტის გარდაქმნა ვექტორულ და რასტრულ ობიექტად, Warp. ტექსტის შემოწერა მრუდზე. ტექსტის გაფორმება სტილებითა და ეფექტებით.
ვექტორული ობიექტების შექმნა და დამუშავება:  კალამი (Pen Tool). თავისუფალი კალამი (Freeform Pen), კონტურის საკვანძო წერტილების დამატება/წაშლა და რედაქტირება.
რასტრული გამოსახულების ფერისა და ტონალობის კორექცია: ფერთა მოდელები; არხები (Channels). ავტოკორექცია, ფერისა და ტონალობების კორექცია- მენიუ Adjustment. მაკორექტირებელი ფენები.
გამოსახულების რეტუშირება: კლონირების და აღდგენის ხელსაწყოები: Content Aware Move, Red Eye, Stamp. Patternt Stamp. გაბუნდოვნება (Blur). სიმკვეთრე (Sharpen). სიგლუვე (Smooth). გასაღიავებელი (Dodge). გასამუქებელი (Burn). ღრუბელი (Sponge). ფერის შეცვლა (Color Replacement).
გამოსახულების დამუშავება ფილტრების გამოყენებით: ფილტრების გალერეა: Filter Gallery; Blur, Blur Gallery, Sharpen; Noise; თხევადი ფილტრები: Liquify; ლინზის კორექციის ფილტრი: Lens Correction; წერტილოვანი ბადით პერსპექტიული სიბრტყეების შექმნა/კორექტირება:  vanishing Point; მზა მოქმედებების ბრძანება; Actions, Load Actions; მზა შაბლონებში ჭკვიანი ობიექტების ჩანაცვლება: Mockup; გამოსახულების დამუშავება ნიღბებით: ნიღაბი შრეზე. სწრაფი ნიღაბი, ვექტორული ნიღაბი, შემოჭრის ნიღაბი.
სამგანზომილებიანი გამოსახულებების შექმნა/რედაქტირება: ტექსტის  გადაქცევა სამგანზომილებიან ობიექტად და მისი რედაქტირება;
დოკუმენტის დასაბეჭდად მომზადება: Pdf ფაილის შექმნა, დოკუმენტის საბეჭდი ფორმატები.
GIF ანიმაციის შექმნა:  ანიმაციის ველი: Window –Timeline. Create Frame Animation; კადრის ხანგრძლივობა: Selects frames delay time; ანიმაციის პალიტრის მენიუ: New Frame (ახალი კადრის შექმნა); Delete Frame (კადრის გაუქმება); Delete Animation (ანიმაციის გაუქმება); Copy Frame (კადრის კოპირება); Paste Frame (კადრის ჩასმა); ანიმაციის ჩვენების ციკლი:  Selects looping options: Forever (მუდმივი); Once (ერთჯერადი); 3 times (3-ჯერ); Other (სხვა); შუალედური კადრები ანიმაციაში: Tweens Animation frames:  Previous Frame (წინა კადრი); First Frame (პირველი კადრი); Last Frame (ბოლო კადრი); GIF ანიმაციის შენახვა: File – Export - Save For Web – Gif.
ვიდეო ფაილის შექმნაანიმაციის ველი Window –Timeline: Create Video Timeline; ვიდეოს ანიმაციის  შენახვა: File – Export – Render Video.

კურსის ხანგრძლივობა - 12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში: 1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 300 ლარი. 2 - 3 კაციან ჯგუფში: 280 ლარი - ერთი მსმენელისთვის.

2. ილუსტრატორი - Adobe Illustrator
სასწავლო კურსის მიზანია: მსმენელმა შეისწავლოს ვექტორული (Adobe Illustrator) გრაფიკული რედაქტორის მუშაობის პრინციპები: ვექტორული გამოსახულების დამუშავება. სარეკლამო ბანერების, ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, სავიზიტო ბარათების, ლოგოების და სხვა პოლიგრაფიული ნამუშევრების დიზაინის შემუშავება და ბეჭდვისათვის მომზადება. ვებგვერდების დიზაინის მომზადება.

სასწავლო კურსის შინაარსი:
პროგრამა Adobe Illustrator-ის შესალებლობები და სიახლეები. დოკუმენტის პარამეტრები. ინტერფეისის, ფანჯრების განლაგების და ინსტრუმენტთა პანელის მიმოხილვა. დოკუმენტის შენახვის ფორმატები.
ვექტორული ობიექტის შექმნა და რედაქტირება: ფუნჯი, ფანქარი, კალამი. ვექტორული ობიექტების შიგთავსისა და კონტურის თვისებები: Color, Swatches, Appearance. ფუნჯების და სიმბოლოების ბიბლიოთეკა, საკუთარი ფუნჯების და სიმბოლოების შექმნა/რედაქტირება. ფენების შერევის.

ტექსტის შემოტანა და რედაქტირება:  ტექსტის აბზაცის და სიმბოლოს სტილი. ტექსტის წირებში გადაყვანა Create Outlines და ფორმატირება საკვანძო წერტილებით. ტექსტის განთავსება წირზე.

ვექტორული ობიექტების ტრანსფორმაციის ხელსაწყოები: Rotate Tool, Reflect Tool, Scale Tool, Share Tool, Reshape Tool. ობიექტების განლაგების სწორება  Align; მიმმართველების გამოყენება.

ვექტორული ობიექტების დეფორმაციის ხელსაწყოები: Width Tool, Wrap Tool, Twirl Tool და სხვა. ობიექტის გარსის დეფორმაცია Envelope Distort. გრადიენტული ბადე (Mesh Tool). პერსპექტული ბადე (Perspeqtive Grid Tool).
ობიექტებთან და ფენებთან მუშაობა: კოპირება, დაჯგუფება, დაბლოკვა, იზოლირება. Arrange, გამჭვირვალობის ნიღაბი: Opacity Mask; შემოჭრის ნიღაბი: Clipping Mask; ობიექტების კომბინირება: Compound Path; დაშლა: Expand; ფორმების შერწყმა- Pathfinder, Shaper Tool; გამეორებადი ტექსტურა: Pattern.
ეფექტების შექმნა/გამოყენება: სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის ობიექტების ერთმანეთთან შერევა (გადადინება) Blend Tool; 3D ეფექტები: Extrude & Bevel, Revolve და Rotate; რასტრული ეფექტები Effect Gallery;
რასტრული გამოსახულების გარდაქმნა ვექტორად: რასტრული გამოსახულების ტრასირება Trace.
დოკუმენტის დასაბეჭდად მომზადება: Document Setup. სამუშაო დაფა Artboards რედაქტირება. ზომებისა და ფერთა მოდელის (Document Color Mode) შესაბამისობის განსაზღვრა. ფონტების კონვერტირება (Expand, Type/Create Outlines). დოკუმენტის შენახვა Package და PDF ფორმატში.

 

კურსის ხანგრძლივობა - 12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში: 1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 350 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 330 ლარი - ერთი მსმენელისთვის.

3. CorelDRAW
სასწავლო კუსის მიზანია: მსმენელები სრულყოფილად დაეუფლონ ვექტორულ ობიექტებთან და ტექსტთან მუშაობას. ლოგოების, ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, სარეკლამო ბანერების, სავიზიტო ბარათების და სხვა პოლიგრაფიული ნამუშევრების დიზაინის შემუშავებას, ბეჭდვისთვის და ლაზერული ჭრისთვის მომზადებას.

სასწავლო კურსის შინაარსი:
პროგრამა CorelDRAW ვექტორული რედაქტორის ინტერფეისი. დოკუმენტის შექმნა და რედაქტირება. დოკუმენტის პარამეტრები და შენახვის ფორმატები;
ვექტორული ფორმების აგება/დამუშავება. სტანდარტული ვექტორული ფორმები, კონვერტირება და რედაქტირება Shape Tool-ით. ფუნჯების ტიპები, სიმბოლოები და სტილები;
ვექტორული ობიექტების დაფერვა: ერთგვაროვანი, გრადიენტული, ტექსტურით დაფერვა, ბადით დაფერვა (Mesh Fill), ინტერაქტიული დაფერვა. (Smart) ხელსაწყოები: Smart Fill, Smart Drawing;
ვექტორული წირებით ობიექტების შექმნა/რედაქტირება: ხატვის ხელსაწყოები: თავისუფალი წირი, ბეზიეს წირი, კალამი, მხატვრული ფუნჯები. რთული ვექტორული ფორმების შექმნა და რედაქტირება.

ლოგიკური ოპერაციები:  შედუღება გაერთიანება. გამორიცხვა. თანაკვეთა. მარტივი ჭრა. კომბინირებული გაერთიანება; დაჯგუფება, განჯგუფება;

ტრანსფორმაციის სახეები:  Dockers – Tranformations გადაადგილება, დატრიალება, დახრა, მასშტაბირება. ობიექტების განთავსება შრეებზე: Object Manager;  Order; ობიექტების სწორება: Align and Distribute.

ტექსტის  და ცხრილის შექმნა/რედაქტირება: ტექსტის შემოტანა, რედაქტირება, კონვერტაცია. ტექსტის შემოწერა მრუდზე. ცხრილების შედგენა. ტექსტში გრაფიკული გამოსახულების და ცხრილის განთავსება. გვერდების დანომრვა;

გამოსახულების დამუშავება  ეფექტებით:  Blend, Contour, Distort, Drop Shadow, Envelope, Extrude, Transparency; ლინზის ეფექტები; ვექტორული გამოსახულების გარდაქმნა  რასტრულ გამოსახულებად: Convert To Bitmaps; რასტრული ეფექტები: 3D Effects, Art Strokes, Blur, Distort, Noise, Sharpen.

რასტრული და ვექტორული გამოსახულების ტონალური კორექცია:  Effects – Adjust; Bitmaps - Auto Adjust; Image Adjustment Lab;

რასტრული გამოსახულების ტრასირება:  სწრაფი ტრასირება (Quick Trace), ხაზის ცენტრალური ტრასირება (Centerline Trace), კონტურული ტრასირება (Outline Trace). ტრასირების პარამეტრების რედაქტირება;

დოკუმენტის მომზადება ბეჭდვისთვის და ლაზერული ჭრისთვის: დასაბეჭდი დოკუმენტის პარამეტრების, ზომების, ჭრის ხაზების, ფერთა მოდელის  შესაბამისობის განსაზღვრა (Document Properties). ფონტების კონვერტაცია, დოკუმენტის საბეჭდი ფორმატები; ფაილის მომზადება ლაზერული მჭრელის მასალის შესაბამისად; ფაილში კონტურების სისქის შემოწმება ლაზერული ჭრისთვის და გრავირებისთვის; დოკუმენტის შენახვა ლაზერული ჭრისთვის საჭირო ფორმატში;


კურსის ხანგრძლივობა -12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში:1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 300 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 280 ლარი - ერთი მსმენელისთვის.

4. Adobe InDesign
სასწავლო კურსის მიზანია: მსმენელმა შეისწავლოს Adobe InDesign - დაკაბადონების პროგრამის შესაძლებლობები, მუშაობის მეთოდები და ძირითადი პოლიგრაფიული საკითხები. ბეჭდვითი სპეციფიკა, საგამომცემლო და ბეჭვდითი მასალების მომზადების თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები. წიგნების, ბუკლეტების, ფლაერების, ჟურნალ-გაზეთების, სავიზიტო ბარათების და სხვ. პოლიგრაფიული ნაწარმის დიზაინის შემუშავება, დაკაბადონება და დასაბეჭდად მომზადება.

სასწავლო კურსის შინაარსი:
დოკუმენტის მაკეტის შექმნა და დამახსოვრება: ახალი დოკუმენტის შექმნა. საზომი ერთეულები, Preference. Window, პალიტრების განლაგება, საკუთარი ინტერფეისის მოწყობა. დოკუმენტის შენახვის ფორმატები.
მაკეტში ტექსტის იმპორტირება, განთავსება და დამუშავება: სიმბოლოსა და აბზაცის ფორმატირება: Character, Paragraph; Text Frame options: General, Auto-size; ტექსტის შემოტანა Place, რედაქტირება: Find\Change.
ობიექტებთან მუშაობა:  გრაფიკული და ტექსტური ჩარჩოს რედაქტირება,  ფერის ჩასხმა, კონტური. ჩარჩოში მორგების წესები: Fitting, Auto-Fit; ობიექტების ტექსტში განთავსება;
მასალის გაფორმება სტილებით:  Paragraph Styles-აბზაცის სტილი, Character Styles-სიმბოლოს სტილი; სხვა ტექსტური რედაქტორის სტილების გარდაქმნა  InDD სტილად; სტილების იმპორტი Indd. დოკუმენტიდან;
ვერდებთან მუშაობა:  გვერდების დამატება, წაშლა, დუბლირება, გადაადგილება, შაბლონური გვერდი: Master Page. დოკუმენტის ნუმერაცია; ტექსტზე ცვლადების შექმნა; სქოლიოს და სარჩევის შექმნა;
წიგნის (book) ფაილთან მუშაობა: დოკუმენტის შექმნა წიგნის ფორმატში. ავტომატური დანომვრა. კოლონტიტულის შექმნა. წიგნის ფაილში დოკუმენტების და გვერდ ოსტატის  სინქრონიზაცია.
დამხმარე ვიზუალური მასალის მომზადება:  გრაფიკული ჩარჩოს და ფორმების შექმნა. სეგმენტ წერტილების რედაქტირება: Pen Tool, Pencil Tool, Line Tool. სურათის ჩარჩოში მორგება. სურათის იმპორტი. გრაფიკული ჩარჩოს რედაქტირება: Pathfinder, Path, Wrap, Cliping Path, Effects.
მაკეტში ობიექტების სტრუქტურის შექმნა/განლაგება: ფენის შექმნა, ფაილების დაკავშირება, გაწყვეტილი კავშირის მოძიება/ აღდგენა. Step &Repeat, Align, Arrange, Select, Group. ობიექტის თვისებების კოპირება.
ცხრილების  შექმნა, ტექსტის და სურათების ჩასმა. ცხრილის გარდაქმნა ტექსტად, ცხრილის სტილები, სხვა აპლიკაციებიდან მზა ცხრილების შემოტანა.
ფერთან მუშაობის ხელსაწყოები: Gradient Swatches, Eyedropper Tool. ფერის ტონალობები, ფერის მოდელები, ახალი ფერის შექმნა, გამოუყენებელის წაშლა. ეფექტების, გადაფარვის რეჟიმების, გამჭვირვალობის მართვა;

დოკუმენტის დასაბეჭდად მომზადება:  ფაილის ვარგისიანობის შემოწმება, ფერებით გაჯერების ზღვრის კონტროლი. ფერების მოდელების ცვლილება. დოკუმენტის შენახვა პაკეტირების ბრძანება Package-ით, PDF,  EPS და ინტერაქტიულ PDF ფორმატში.

 

კურსის ხანგრძლივობა - 12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში:1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად 400 ლარი. 2-3 კაციან ჯგუფში: 380 ლარი - ერთი მსმენელისთვის
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად!

აღნიშნული ტრენინგ-კურსების დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!
 

რაიონში და სხვა ქალაქებში მცხოვრებ პირებს გთავაზობთ; ინტენსიური კურსის გავლას და ჩვენს სასტუმროში - "მოგზაურთა სახლში" განთავსებას! თქვენთვის იმოქმედებს ფასდაკლება!
სასტუმროს შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე; - https://www.facebook.com/pg/TravelersHouseTbilisi/photos/?tab=album&album_id=635617943435936

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან!
მოგეხსენებათ, ინტელექტ ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ, თუ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე მოხდება ჩვენი კურსდამთავრებულების მონაცემების გაგზავნა.

გაითვალისწინეთ: ”ინტელექტ ცენტრი” 19 წლის სასწავლო  ცენტრია!
ჩვენი კურსდამთავრებულები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ასევე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები! ბმულიზე იხილეთ „ინტელექტ ცენტრის“ მიერ მომზადებული ორგანიზაციები: http://intelc.ge/IntellectCenter/index.php?cat_id=44&lang=geo)


გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

„ინტელექტ ცენტრში“  ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!

თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 19 წლიან გამოცდილებას!

შპს "ინტელექტ ცენტრი" 

მის: დავით აღმაშენებელის გამზ. N154, 
ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი" 
მე-3 სართული, ოფისი № 01
ტელ: 595050154, 593 614552 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com

Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts

 

NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV