გაყიდვების კონსულტანტი

თარიღები: 09 სექ - 08 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 600 - 800
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@kalamani.ge
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი საცალო ვაჭრობა საცალო კლიენტთა მომსახურება

ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი SALAMANDER (სალამანდრა) აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი (ვაჟა-ფშაველას და ჭავჭავაძის გამზირებზე მდებარე მაღაზიები)

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 11:00 დან 21:00 მდე 

ანაზღაურება: 600-800 ლარი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია).
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია).
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთა კონსულტაცია
  • სალაროსთან მუშაობა
  • საწყობის ნაშთის კონტროლი

 

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა, აქტიურობა, თავაზიანობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა;
  • გამართული მეტყველება;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kalamani.ge გთხოვთ თემის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში აპლიკაცია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


გისურვებთ წარმატებას!