მიღება USAID/Georgia-ს პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში რეგიონებში

თარიღები: 11 სექ - 30 სექ
მდებარეობა: თელავი თბილისი გორი ახალციხე ქუთაისი ზუგდიდი ბათუმი

სხვა ვებ გვერდზე

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა

აცხადებს მიღებას

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID/Georgia-ს პროგრამის - ‘’ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმების და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), ფარგლებში აცხადებს მიღებას შემდეგ ქალაქებში: თელავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მეწარმეობის გამოცდილება ან ინტერესი განვითარდეს, როგორც მეწარმე
  • ასაკობრივი დიაპაზონი 16-28 წელი


ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში შეისწავლით:
 

  • მეწარმისთვის საჭირო უნარებს და ინსტრუმენტებს;
  • როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;
  • "ბიზნეს მოდელის ტილოს" შექმნას;
  • ბიზნეს პროექტის წერას;
  • ფინანსურ დაგეგმარებას.

 

მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე. „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ ტრენინგ კურსი ორ თვიანია და მოიცავს 2 დონეს.

პირველ დონეზე მონაწილენი გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში, რომელიც ჩატარდება საქართველოს 7 რეგიონში, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეეძლება.

მეორე დონეზე მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად; ამ დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება. მეორე დონის ტრენინგები ჩატარდება ქუთაისსა და თბილისში  ( მონაწილეების სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯები მთლიანად დაიფარება პროგრამის მიერ). მე-2 დონის ტრენინგი მოიცავს რამოდენიმე დღიან ინტენსიურ კურსს.  კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს წარადგენენ შეფასების კომისიაზე; საუკეთესო ბიზნეს პროექტები მიიღებენ თანადაფინანსებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘‘კრისტალისგან’’.

 

კურსის დამთავრების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 30 სტარტაპის თანადაფინანსება.

 

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა

შერჩეულ კანდიდატებს უშუალოდ პროგრამის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 32 2022020 ან იხილეთ http://yes.crystal.ge

 

პროგრამის შესახებ:   პროგრამა Yes-Georgia ხორციელდება 2015 წლის სექტემბრიდან ფონდი კრისტალის მიერ

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ და PH International-თან ერთად, ხოლო 2018 წლის ივლისიდან ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ და  ჯუნიორ ეჩივმენტთან (JAG) ერთად. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).

 

 

 

2016 წლიდან ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’, რომელიც პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, 2,710 განაცხადი შემოვიდა. 749 ახალგაზრდა იქნა მიღებული სკოლაში, რომელიც  574-მა ახალგაზრდამ  წარმატებით დაამთავრა. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 225 კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 55-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან’’.

 

 

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
3D Max-სამგანზომილებიანი გრაფიკის და ანიმაციის კურსები

ინტელექტ ცენტრი


10 სექ - 09 ოქტ

Advanced Excel, მონაცემთა ბაზები, IT WEB ტექნოლოგიები, სამშენებლო და საინჟნრო და 2D ,3D პროგრამები

VIP Intellect Group


18 სექ - 17 ოქტ

ArcGIS 10.4 გეოინფორმაციული სისტემების კურსი

ინტელექტ ცენტრი


10 სექ - 09 ოქტ

ArcGIS-10.4 გეოინფორმაციული სისტემები

VIP Intellect Group


18 სექ - 17 ოქტ

Back end დეველოპმენტის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსი .NET პლატფორმაზე

Digital Hub Academy


19 სექ - 30 სექ

IT და ვებ ტექნოლოგიები; კომპიუტერული ინჟინერია, ვებ პროგრამირება

ინტელექტ ცენტრი


10 სექ - 09 ოქტ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


09 სექ - 08 ოქტ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV