ბრენდ მენეჯერი

თარიღები: 15 აგვ - 21 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული ქართული
ელ. ფოსტა: recruitment6@hh.ge
გაყიდვები:  კატეგორიის მენეჯერი მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ბრენდ მენეჯმენტი ზოგადი მარკეტინგი სამედიცინო:  სამედიცინო წარმომადგენელი

HH Recruitment  (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი კომპანიისთვის.

აღნიშნული კომპანია წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და სწრაფად მზარდი ქსელი თავის სფეროში.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
  • მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბრენდ მენეჯერის, პროდუქტის მენეჯერის, კატეგორიის მენეჯერის, სექციის მენეჯერის, მარკეტინგის მენეჯერის, სამედიცინო წარმომადგენელის ან ჯგუფის უფროსის პოზიციაზე;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო მიმართულების სფეროში;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პროდუქციისა და სარეკლამო მასალების შეკვეთების დროული დაგეგმვა, არსებული ნაშთების გათვალისწინებისა და მოთხოვნის მიხედვით შეკვეთების მომზადება;
  • ინვოისის შეკვეთის შესაბამისობასთან შემოწმება, ფასების გადამოწმება და პროდუქციის მიღებასთან დაკავშირებით საბუთების მომზადება;
  • პროდუქციის გადანაწილება მაღაზიების მიხედვით არსებული ნაშთების გათვალისწინებით;
  • უცხოელი მომწოდებლისთვის ყოველთვიური ანგარიშების მომზადება და მიწოდება;
  • პროდუქციისა და სარეკლამო მასალის წლიური ბიუჯეტის დამუშავება, დაგეგმვა, ხემძღვანელობასთან შეთანხმებით დამტკიცება და დამტკიცებული ბიუჯეტის განხორცილების კონტროლი;
  • ელექტრონული კორესპონდენციის წარმოება, მიღებულ ელექტრნოულ წერილებზე დროული რეაგირება და დადგენილ ვადებში მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება.
  • ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;
  • ადგილობრივ პარტნიორებთან კომუნიკაცია (შეკვეთის ფორმების მომზადება და მიწოდება,  სიახლეებზე ინფორმაციის მიწოდება, პროდუქციის დროული მიწოდება, ფასდაკლებებზე და აქციებზე ინფორმაციის მოთხოვნა ან/და მიწოდება);
  • პროდუქციის ფასების პერიოდული გადახედვა, ცვლილებების ორგანიზება და კონტროლი;
  • პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის მიზნით ყოველთვიური ფასდაკლებების ან აქტივობების მომზადება და დაგეგმვა;
  • გაყიდვების გაზრდის მიზნით მაღაზიების თანამშრომლების წახალისების დაგეგმვა და კონტროლი;
  • მაღაზიებსა და საწყობში პროდუქციის და სარეკლამო მასალის ნაშთების კონტროლი;
  • უცხოელ მომწოდებლის რეკომენდაციების მიხედვით მაღაზიებში პროდუქციის წარმოდგენა და კონტროლის განხორცილება;
  • ბრენდებისთვის საპრეზენტაციო მასალის მომზადება;
  • პორტფოლიოში არსებულ ბრენდებთან დაკავშირებით მას მედიასთან კომუნიკაცია, სოც. მედიასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და კომპანიის ვებ–გვერდზე არსებული პროდუქციის კონტროლი;
  • ბრენდის წარმომადგენლების ვიზიტის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დაგეგმარების უნარი
  • სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის წარმოების უნარი.

 

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და ხართ დაინტერესებული აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment6@hh.ge

 

გისურვებთ წარმატებას!

 

 

 

 

მსგავსი განცხადებები
Art Director in Riyadh, Saudi Arabia

Al Alamiya


05 აგვ - 03 სექ

Art დირექტორი

პალიტრა მედია ჰოლდინგი


13 აგვ - 11 სექ

logo

Content writer

Job Hunter


30 ივლ - 28 აგვ

Digital Marketing Manager

Amante Narikala


15 აგვ - 31 აგვ

Head of Loyalty and Digital Marketing

Carrefour Georgia


23 ივლ - 21 აგვ

Head of Marketing Department

English Book Education


05 აგვ - 03 სექ

Marketing Coordinator

Green Feather


26 ივლ - 24 აგვ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV