ინჟინერ-ელექტრიკოსი

თარიღები: 14 აგვ - 12 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: მაგისტრი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@aptos.ge
ინჟინერია:  ელექტროინჟინერია

"აპტოსი" არის სახისა და სხეულის გადასაჭიმი მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი ქართული კომპანია. 22 წლიანი ისტორია 1996 წელს იწყება, როდესაც ექიმმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს - thread lifting. აპტოსს ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

 

აპტოსი არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას იძლევა. 2018 წლის მონაცემებით აპტოსის ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით. სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. ასევე პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ აზიის ცენტრალური ოფისი მოსკოვში, ხოლო ევროპის - პრაღაშასა და ბერლინშია განთავსებული.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: https://www.aptos.global/

 

აპტოსის ტექნიკური გუნდი ეძებს ინჟინერ-ელექტრიკოსს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება
  • სავენტილაციო სისტემებთან, კომპრესორებთან, ავტომატური მართვის დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

კანდიდატმა უნდა შეძლოს:

  • დანადგარების ელექტროსქემების გარჩევა
  • დანადგარების ელექტრგაუმართაობის დიაგნოზი, აღმოფხვრა

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწარმოო დანადგარების/გარე საინჟინრო სისტემების ელექტროკომპონენტების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების კონტროლი
  • ელექტროხელსაწყოების/კომპონენტების (ელექტროსადენები, სანათები, როზეტები, ელექტროკარადები, ამომრთველები, ავტომატური გამშვებები და სხვა) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა/ზედამხედველობა, დროული და ხარისხიანი მომსახურება
  • მომსახურების/კონტროლის დოკუმენტაციის წარმოება

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე მეილზე: vacancy@aptos.ge არაუგვიანეს 2019 წლის 15 სექტემბრისა; იმისთვის, რომ განვიხილოთ თქვენი რეზიუმე, მეილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს;

 

აპტოსი წარმატებებს გისურვებთ!

 

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „აპტოს“-ის ან შპს „აპტოს“-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს „აპტოს“, ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით

მსგავსი განცხადებები
Production Engineer

McDonald’s Georgia


19 აგვ - 17 სექ

ელექტრო ინჟინერი

Evolution Gaming


24 ივლ - 22 აგვ

ელექტრო ინჟინერი ხელვაჩაურში

აჭარ ენერჯი 2007


30 ივლ - 28 აგვ

ინჟინერი

Medica


19 აგვ - 17 სექ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV