ტრენინგი მე-3 კატეგორიის საწარმოებისთვის რუსთავში

თარიღები: 08 აგვ - 06 სექ
მდებარეობა: რუსთავი
ელ. ფოსტა: knowhowgeorgia@ebrd.com
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის (IFRS for SMEs)

ტრენინგი მე-3 კატეგორიის საწარმოებისთვის

20 აგვისტო - 5 სექტემბერი, 2019 წ, ქ. რუსთავი

 

ახალი კანონის თანახმად, 2017 წლის დასაწყისიდან თითქმის ყველა ქართული კომპანია, როგორც მცირე და საშუალო, ისე დიდი ზომის, ფინანსურ ანგარიშგებას გაასაჯაროებს. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) გადასვლა უკვე აქტიურად დაწყებულია და ყველა მონაწილე მხარე ცდილობს საკუთარი წვლილის შეტანას  ამ მნიშვნელოვან და საინტერესო პროცესში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, როგორც ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, სრულად იზიარებს და მხარს უჭერს ამ ცვლილებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართული კომპანიების ზოგადი გამჭვირვალეობისა და ფინანსური მართვის გაუმჯობესებაში. იმ ქვეყნებზე დაკვირვებამ, რომლებიც უკვე იყენებენ ფასს-ს, გვაჩვენა, რომ აღნიშნული სტანდარტები:

  • უზრუნველყოფს კომპანიაში გამჭვირვალე, შესადარის, თანმიმდევრულ და ეფექტურ პროცესებს
  • წარმოადგენს ფინანსური პროცესების სტანდარტიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო გზას
  • წარმოადგენს უცხოური კაპიტალისა და ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას
  • არის რელევანტური და შესადარისი სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან
  • ავითარებს ფინანსური მიმართულებით მომუშავე თანამშრომლებს, ზრდის პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის დონეს.

 

მე-3 კატეგორიის კომპანიებს, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით მომზადებული ანგარიშგების წარდგენა ევალება 2019 წლის 1 ოქტომბრამდე.

ამ საკანონმდებლო მოთხოვნის შესასრულებლად, შეიქმნა ინტენსიური სასწავლო კურსი, რომელიც მსმენელს დაეხმარება:

  • დეტალურად გაიცნოს მსს ფასს (IFRS for SME) სტანდარტი და ისწავლოს აღნიშნულ სტანდარტთან მუშაობა
  • დეტალურად გაიაროს სტანდარტის ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნა და შეძლოს ამ მოთხოვნების პრაქტიკაში გამოყენება
  • ტექნიკურად მოამზადოს ფინანსური ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკა და ახსნა-განმარტებებითი შენიშვნები
  • დეტალურად გაიაროს ბრუნვითი უწყისის საფუძველზე მსს ფასს-ის შესაბამის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისთვის საჭირო ყველა ნაბიჯი

 

 

ინტენსიური სასწავლო კურსის ხანგრძლივობა არის 36 საათი, რომელიც გადანაწილებულია 6 დღეზე.  ტრენინგი ჩატარდება სასტუმრო „რუსთავის“ საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი No 32), დღე-გამოშვებით, 10:00-დან - 18:00 საათამდე, 2019 წლის 20 აგვისტოდან - 5 სექტემბრამდე პერიოდში.

სემინარს გაუძღვება ბატონი მიხეილ მუმლაძე, რომელსაც აქვს დიდი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების საკითხებში. ტრენინგი ჩატარდება ქართულად და მასში მონაწილეობა უფასოა. კურსი ინტერაქტიულია და შეიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს და მაგალითებს, რათა სრულყოფილად გაგაცნოთ IFRS for SME სტანდარტის პრაქტიკული გამოყენება. კურსის მიმდინარეობისას განსაზღვრულია 2 ყავის შესვენება და 1 მსუბუქი სადილი.

 

ტრენინგის განრიგი:

  • პირველი შეხვედრა - 20 აგვისტო - 10:00-დან  – 18:00 სთ-მდე
  • მე-2 შეხვედრა - 22 აგვისტო - 10:00-დან  – 18:00 სთ-მდე
  • მე-3 შეხვედრა - 24 აგვისტო - 10:00-დან  – 18:00 სთ-მდე
  • მე-4 შეხვედრა - 26 აგვისტო - 10:00-დან  – 18:00 სთ-მდე
  • მე-5 შეხვედრა - 29 აგვისტო - 10:00-დან  – 18:00 სთ-მდე
  • მე-6 შეხვედრა - 5 სექტემბერი - 10:00-დან  – 18:00 სთ-მდე

 

სემინარში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ,  შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე 2019 წლის 18 აგვისტომდე. ტრენინგზე უნდა დარეგისტრირდნენ მე-3 კატეგორიის კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური მენეჯერები ან იმ საბუღალტრო-ფინანსური საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები ვინც ბუღალტრულ მომსახურებას უწევს მე-3 კატეგორიის კომპანიებს. ჯგუფი დაკომპლექტდება შევსებული განაცხადების რიგითობის მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე knowhowgeorgia@ebrd.com ან დარეკეთ ნომერზე +995 32 2447432.

 

რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე

 

იცნობდეთ თქვენს ტრენერს

მიხეილ მუმლაძეს - აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსებში, ბუღალტერიაში, ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კონსალტინგში. 2017 წლიდან უძღვება სალექციო კურსს: "IFRS სტანდარტები პროფესიონალი ბუღალტრებისთვის".  2018 წელს მიხეილს გავლილი აქვს IFRS for SME-ის ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგი და პარალელურად იგი კითხულობს ლექციებს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში. მიხეილი ფლობს City University London მაგისტრის ხარისხს და ACCA-ის უმაღლეს დიპლომს აღრიცხვასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში.

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

Rossoft Training Centre


26 ივლ - 24 აგვ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


09 აგვ - 07 სექ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


09 აგვ - 07 სექ

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიის  ტრეინინგ-კურსი

ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი ITC


05 აგვ - 31 აგვ

ბუღალტერიის კომპლექსური კურსი +  საჩუქრად უფასო სტაჟირება ბუღალტრულ - აუდიტორიულ კომპანიაში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


09 აგვ - 07 სექ

გამყვანი ტურ-ოპერატორის შემსწავლელი სასერთიფიკაციო კურსი სტაჟირებით

Grand Travel


31 ივლ - 29 აგვ

განვითარების დარღვევები ბავშვებსა და მოზარდებში

ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი ITC


16 აგვ - 14 სექ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV