ავტოპარკის მენეჯერი

თარიღები: 10 ივლ - 08 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 700
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: hr@algani.ge
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკა ავტო-მოტო სერვისი:  სხვა (ავტო-მოტო სერვისი)

დაცვის კომპანია „ალგანი“, რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს „ალგანის“ პორთფოლიო 5000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.



დაცვის კომპანია “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მენეჯერის პოზიციაზე.



ძირითადი ვალდებულებები:

  • კომპანიის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
  • ავტოპარკის ფინანსური აღრიცხვის მართვა და კონტროლი;
  • ავტოპარკის რეგულარული აღრიცხვა/კონტროლი;
  • გეგმიური სამუშაოების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
  • ავტომობილის რეცხვის/დეზინფექციის გრაფიკების შედგენა და კონტროლი;
  • მანქანების მოძრაობის კოორდინირება;
  • სახელოსნოებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • ავტომობილების შეკეთების კონტროლი;
  • ავტომობილების სარეალიზაციოდ გამზადება;
  • ავტომობილის პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკების წარმოება.



განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სავალდებულოა მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.



პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პრობლემების გადაწყვეტა და სიღრმისეული ანალიზის უნარი;
  • ორგანიზებული;
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი.



დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო განაკვეთი: სრული - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00, შაბათს 10:00-14:00

ხელზე ასაღები ანაზღაურება: 700 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge ბოლო ვადა: 10 აგვისტო

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.