ავტო-გასამართი სადგურის ოპერატორი

თარიღები: 08 ივლ - 06 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 320
ელ. ფოსტა: vacancy.rpg@rompetrol.com
ავტო-მოტო სერვისი:  აგს-ის ოპერატორი

რომპეტროლ საქართველო ეძებს ოჯახის ახალ წევრებს ავტო გასამართი სადგურის ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თვეში მხოლოდ 8 სამუშაო დღეს;
  • სამუშაო ადგილს შენთვის მოსახერხებელ მდებარეობაზე;
  • ხელზე ასაღები ფიქსირებული ხელფასი თვეში 320 ლარი;
  • ზეგანაკვეთური ცვლების სრული ანაზღაურება;
  • სახელმწიფო დასვენების დღეებში ნამუშევარი დღეების სრული ანაზღაურება;
  • ბონუსი კვარტალში ერთხელ, შესრულებული გეგმების შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

რისი გაკეთება მოგიწევს?

  • მომხმარებლებთან ურთიერთიერთობა და მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლისთვის კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა;
  • მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის შესაბამისი ღირებულების აღრიცხვა;

როგორ მივიღო სამუშაო ადგილი?

  • გამოაგზავნე რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy.rpg@rompetrol.com, ან
  • ნებისმიერ სამუშაო დღეს, 10:00-იდან 12:00 საათამდე მოდი სათავო ოფისში, მის. თბილისი, მ. ალექსიძის ქ.12, ბიზნეს ცენტრის IV სართული, ან
  • დაგვირეკე ტელეფონზე: +995 595 909 773

არ გამოტოვო შანსი, დაიწყო კარიერა ჩვენთან!