თარიღები: 13 მაის - 27 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული

ნახვები: 1661

გამოხმაურებები: 24

ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა

საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი”, როგორც A ტიპის აკრედიტირებული ინსპექტირების   ორგანო,   მესამე   წელია   აქტიურად   მოღვაწეობს   საქართველოს ბაზარზე. ადგილობრივი და საერთაშორისო ინტელექტუალური რესურსები, მაღალი პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და გუნდური მუშაობა “საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის” ის მთავარი ღირებულებებია, რამაც განაპირობა კომპანიის მზარდი განვითარება და წარმატება საქართველოს სამშენებლო ბაზარზე.

 

„საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“ ინფრასტრუქტურული სამშენებლო სფეროს თითქმის ყველა სექტორში მოღვაწეობს. ჩვენი კომპანია თბილისში განთავსებული სათავო ოფისის გარდა, ასევე წარმოდგენილია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში    და შეუზღუდავად უწევს მომსახურებას სამშენებლო ობიექტებს ინსპექტირებისა და ზედამხედველობის მიმართულებით.

 

კომპანიის მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კომპანიის მუდმივი ზრდა და განვითარებაა. განვითარება თავისთავად გულისხმობს ჩვენი საქმიანობის სექტორული და გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, რაც საინჟინრო სფეროში პროფესიონალების გუნდის მიერ ახალი კადრების დამატებას   მოითხოვს. სწორედ ამიტომ “საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი” აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე.

 

ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე დასაქმებულის სამუშაო ადგილი იქნება თბილისის ოფისი,

სამუშაო გრაფიკი -სრული სამუშაო დღე (10:00-18:00);  

 

ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე დასაქმებულის ირითადი ფუნქცია-მოვალეობები იქნება შემდეგი:

  • განახორციელოს მიღებული დოკუმენტაციის ინსპექტირება სფეროს მარეგულირებელი ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობის კუთხით;
  • შეამოწმოს ხარჯთაღრიცხვის აგების, ფორმის და ელ.ფორმატში შესრულებული ფორმულების ადეკვატურობა და სისწორე ნორმატიულ დოკუმენტებში მოცემული მითითებების შესაბამისად;
  • შეამოწმოს ხარჯთაღრიცხვის პუნქტებში მიყენებული შიფრების სისწორე;
  • შეამოწმოს ხარჯთაღრიცხვის პუნქტებში მიყენებული კოეფიციენტების სისწორე;
  • შეამოწმოს ლოკალურ და საობიექტო ხარჯთაღრიცხვებზე მიყენებული დანარიცხების % მაჩვენებლების სისწორე;
  • შეამოწმოს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ფასების სისწორე  მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ შესაბამისი პერიოდების მიხედვით გამოცემულ სამშენებლო რესურსების ფასების კრებულში ასახულ მონაცემებთან ან დამკვეთის მიერ მითითებული მომწოდებლების ფასებთან შესაბამისობაზე (არსებობის და წარმოდგენის შემთხვევაში: ინვოისები, კონკრეტული კომპანიის პრაის-ლისტი და ა.შ.);
  • შეამოწმოს მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების განფასებების სისწორე მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ შესაბამისი პერიოდების მიხედვით გამოცემულ სამშენებლო რესურსების ფასების კრებულში ასახულ მონაცემებთან მიმართებაში;
  • იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირების ობიექტი უნდა შემოწმდეს საპროექტო დოკუმენტაციის პაკეტში შემავალი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახით, მაშინ ყველა ზემოთჩამოთვლილს დაემატება საპროექტო პაკეტის მონაცემებისა (მასალები, რაოდენობები, მოცულობები და სხვათა სპეციფიკაციები და კრებსითი სპეციფიკაციები) და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული მონაცემების იდენტურობა და საპროექტო გადაწყვეტების (სამუშაოების ტექნოლოგიური პროცესი და სხვ.) იდენტურობის შემოწმება.
  • მიღებული მონაცემების მიხედვით ინსპექტირების ანგარიშის შედგენა;
  • კომპანიის მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებული  სხვა დავალებების შესრულება.

 

ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე გვესაჭიროება კადრი, რომელსაც

  • უმაღლესი განათლება მიღებული აქვს სამშენებლო/საინჟინრო სფეროში ან/და  ფინანსების განხრით;
  • აქვს ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მუშაობის (ობიექტის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება-შედგენის ან/და ექსპერტიზის (ინსპექტირების)) არანაკლებ 3 წლის სტაჟი (სამუშაო გამოცდილება ელექტრო-სამონტაჟო სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად);
  •  იცნობს სფეროს მარეგულირებელ ნორმატიულ დოკუმენტებს;
  • მომხმარებლის დონეზე ფლობს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს;
  • მომხმარებლის დონეზე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;

 

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ასევე,

  • ხართ პუნქტუალური და გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გაქვთ ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ხართ დეტალებზე ორიენტირებული;
  • შეგიძლიათ დროის სწორად მართვა;
  • ხართ კომუნიკაბელური და შეგიძლიათ გუნდური მუშაობა;

 

მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ხელფასთან ერთად გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სამივლინებო თანხის ანაზღაურებას;
  • კორპორატიულ სატელეფონო ქსელში ჩართვას;
  • ჯანსაღ და კომფორტულ სამუშაო   გარემოს, რომელიც მიმართულია თქვენი საუკეთესო უნარების გამოვლენაზე;

 

“საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი” აღნიშნულ ვაკანსიაზე კადრების შერჩევას მოახდენს კონკურსის საფუძველზე, რაც მოიცავს ჯამში 3 ეტაპს ყოველ მომდევნო ეტაპზე წარმატებით გადასულთათვის, კერძოდ:

  • პრეტენდენტების პირველადი შერჩევა ავტობიოგრაფიის/რეზიუმეს მიხედვით;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;
  • სპეციალიზირებული ტესტირების ჩატარება;

 

დაინტერესებული პირები ვაკანსიას გამოეხმაურეთ "გაგზავნე CV" ღილაკის მეშვეობით.

 

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
ინჟინერ - ეკონომისტი მშენებლობაში

ნდს მშენებლობა


20 მაის - 17 ივნ

logo

სამშენებლო ტექნიკური დოკუმენტაციის მენეჯერი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია


13 მაის - 31 მაის

სამშენებლო-სარემონტო პროექტების ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

დეკოლაინი


16 მაის - 14 ივნ

ხარჯთაღმრიცხველი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია


13 მაის - 31 მაის


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV