პროგრამა-უხშირესი სამედიცინო შეცდომები და მისი კავშირი მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოებასთან

თარიღები: 02 მაის - 31 მაის
მდებარეობა: თბილისი

სხვა ვებ გვერდზე

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე:

უხშირესი სამედიცინო შეცდომები და მისი კავშირი მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოებასთან

 

კურსი განკუთვნილია ექიმებისა და კლინიკური მენეჯერებისთვის, ფარმაცევტებისთვის,  ექთნებისთვის, ასევე, შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლო პროგრამების დამამთვარებელი კურსის სტუდენტებისთვის.

 

განსახილველი  თემები:

  • უხშირესი სამედიცინო შეცდომები და მისი კავშირი მედიკამენტური მკურნალობის  უსაფრთხოებასთან;
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და COX- ინჰიბიტორების გამოყენების რისკები და სარგებელი;
  • მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ასოცირებული დერმატოლოგიური, ჰემატოლოგიური და კარდიოვასკულური გვერდითი რეაქციები - მათი პრევენცია;
  • ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებასთან ასოცირებული გვერდითი რეაქციები და მათი პრევენცია;
  • მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოების საკითხები  სპეციალურ პოპულაციაში: ორსულებში, პედიატრიულ და გერიატრიულ პაციენტებში. უსაფრთხოება, სიფრთხილის ზომები,  რისკის და სარგებლის შეფასება, ჩვენებები და წინააღმდეგჩვენებები;
  • მედიკამენტურ მკურნალობასთან ასოცირებული ღვიძლისმიერი და თირკმლისმიერი გვერდითი რეაქციები, მათი პრევენცია;
  • ფარმაკოზედამხედველობა. ზოგადი მიმოხილვა, კონცეფცია, მიზანი. ფარმაკოზედამხედველობის განვითარების პრობლემები და ბარიერები საქართველოში;
  • ფარმაკოზედამხედველობის ძირითადი ტერმინები. სისტემები. განსაზღვრებები;
  • ჯანმოს მიდგომა:  საერთაშორისო კოლაბორაცია-UPPSALA-ს მონიტორინგის ცენტრი. ევროკავშირის ფარმაკოზედამხედველობის კანონმდებლობა. კარგი ფარმაკოზედამხედველობის პრაქტიკა.

 

სწავლების მეთოდები:

სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება სალექციო-პრაქტიკული, აგრეთვე  ჯგუფური დისკუსიები. ქეისების განხილვა, სიტუაციურ ამოცანები.

 

შეფასების კრიტერიუმები: დასწრება, ჯგუფური მუშაობა,  წერითი გამოკითხვა.

 

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები:

  • გაეცნობიან ჯანმოს და წამყვანი საერთაშორისო კლინიკების კვლევების მონაცემებს უხშირესი სამედიცინო შეცდომების შესახებ მედიკამენტური მკურნალობის პროცესში.
  • მედიკამენტური მკურნალობისას გამოვლენილი  შესაძლო გვერდითი რეაქციების პრევენციის მეთოდებს.
  • მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ასოცირებულ დერმატოლოგიურ, ჰემატოლოგიურ და კარდიოვასკულური გვერდით რეაქციებსა და მათი პრევენციის გზებს
  • ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებასთან ასოცირებულ გვერდით რეაქციებსა და მათი პრევენციიის გზებს
  • მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოების საკითხებს  სპეციალურ პოპულაციაში: ორსულებში, პედიატრიულ და გერიატრიულ პაციენტებში.  სიფრთხილის ზომების,  რისკის და სარგებლის შეფასებას
  • მედიკამენტურ მკურნალობასთან ასოცირებული ღვიძლისმიერი და თირკმლისმიერი გვერდითი რეაქციებს და მათი პრევენციის შესაძლებლობებს
  • საფუძვლიანად გაეცნობიან ჯანმოს მიდგომას  საერთაშორისო კოლაბორაცია-UPPSALA-ს მონიტორინგის ცენტრის, ევროკავშირის ფარმაკოზედამხედველობის კანონმდებლობის, კარგი ფარმაკოზედამხედველობის პრაქტიკის შესახებ.
  • გაეცნობიან ფარმაკოზედამხედველობის საერთაშორისო მოთხოვნებს  და  ჰარმონიზაციის ასპექტებს საქართველოს რეალურ ვითარებასთან მიმართებით.
  • ქეისების განხილვით დაეუფლებიან რისკის მართვისა და მინიმიზაციის ღონისძიებების, ინსტრუმენტების, ეფექტურობის ინდიკატორების შერჩევის პრაქტიკულ აასპექტებს

 

ადამიანური რესურსი

  •  ელზა ნიკოლეიშვილი - პროგრამის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ნინო განუგრავა - პროგრამის თანახელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, კომპანია „როშ ჯორჯია“-ს სამედიცინო დირექტორი, ხარისხის მართვის მენეჯერი, ფარმაკოზედამხედველობის მენეჯერი, კლინიკური კვლევის მენეჯერი;
  • თამარ კეზელი - ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი;
  • მარიკა მეგრელიშვილი - მედიცინის დოქტორი, კომპანია „როშ ჯორჯია“, სამედიცინო აქტივობებზე პასუხისმგებელი პირი, ფარმაკოზედამხედველობის მენეჯერი, კლინიკური კვლევების მენეჯერი.

 

კურსი მოიცავს 20  საკონტაქტო აათს.  სამუშაო დღეები - შაბათი-კვირა  09:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. მსმენელებს ეძლევათ სასწავლო მასალები და აქვთ საშუალება ისარგებლონ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით. 

კურსი დაიწყება 2019 წლის 6 ივლისს და დასრულდება 7 ივლისს.  
მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2019 წლის 4 ივლისის 18.00 სთ-მდე. 

კურსის ღირებულებაა 280  ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით.

 

სასერტიფიკატო კურსზე რეგისტრაცია ხდება ვებ-გვერდზე: https://ug.edu.ge/ge/jan-treningebi . რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი და ატვირული უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (დასკანერებული/ფოტო ან ვორდის ფორმატში):

  • CV.
  • პირადობის მოწმობის ასლი.
  • უმაღლესი განათლების სერტიფიკატი.
  • სწავლის საფასურის გადახდის საბუთი.

საკონტაქტო პირი: ელზა ნიკოლეიშვილი e.nikoleishvili@ug.edu.ge, მობ.: +995 591 00 60 37

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

Rossoft Training Centre


01 მაის - 30 მაის

3D Max-სამგანზომილებიანი გრაფიკის და ანიმაციის კურსები

ინტელექტ ცენტრი


25 მაის - 23 ივნ

ArcGIS 10.4 გეოინფორმაციული სისტემების კურსი

ინტელექტ ცენტრი


25 მაის - 23 ივნ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


14 მაის - 12 ივნ

IT ტექნოლოგიები;კომპიუტერული ინჟინერიის,ქსელის და ვებ პროგრამირების კურსები

ინტელექტ ცენტრი


25 მაის - 23 ივნ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


14 მაის - 12 ივნ

Revit+3DS MAX

აკლასი


17 მაის - 15 ივნ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV