თარიღები: 12 აპრ - 11 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@borjomi.com
ადამიანური რესურსები:  პერსონალის შერჩევა/რეკრუიტინგი

შპს „აი დი ეს ბორჯომი საქართველო, აი დი ეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი“ აცხადებს რეკრუტერის ვაკანსიას.

 

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, კომპანიის სათავო ოფისი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 (ერთი საათი შესვენება);

საგამოცდო ვადა: 3 თვე, ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს მაქსიმუმ 6 თვემდე;

ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, მობილური ტელეფონის ლიმიტი, სხვა სტანდარტული პრემიები;

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • დასრულებული უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 3 წლიანი აქტიური სამუშაო გამოცდილება შერჩევების მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგად ცოდნა;
  • MS office პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel და Power Point ;
  • შრომის კოდექსის ცოდნა;
  • მივლინებებისთვის მზაობა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კანდიდატების ბაზების განახლება, მონაცემების ატვირთვა პროგრამაში, შერჩევის პროცესისი აღრიცხვის წარმოება;
  • ვაკანსიების ტექსტის მომზადება, განცხადებები გამოქვეყნება სხვა და სხვა საინფორმაციო არხების მეშვეობით;
  • რეზიუმეები გადარჩევა, კანიდატებთან სატელეფონო კომუნიკაცია, პირველადი გასაუბრებების და ტესტირებების დაგეგმვა-ჩატარება;
  • კანიდატებისთვის გასაუბრების-ტესტირების შემდგომი უკუკავშირის მიწოდება, შერჩევის ეტაპების და მათი სტატუსის შესახებ დროული ინფორმირება;
  • შერჩეული კანდიდატისთვის შეთავაზების მომზადება - გაცნობა;
  • ხელშეკრულების გაფორმებისთვის და პირადი საქმისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის გამოთხოვა ფინალისტი კანდიდატისგან, პასუხისმგებელი თანამშრომლისთვის მათი დროული გადაცემა;                                                                                                    
  • კომპანიის წარმოდგენა დასაქმების ფორუმებზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შიდა დასაქმების ფორუმების ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა;
  • ახალი თანამშრომლებისთვის გაცნობითი ტრენინგების ჩატარება;
  • საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდგომი და  Exit ინტერვიუების ჩატარება;
  • ახალი პოზიციებისთვის უფლება-მოვალეობათა აღწერების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ძველი პოზიციების უფლება-მოვალეობათა აღწერების განახლება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან;
  • უშუალო ხელმძღვანელის ასისტირება შერჩევის პროცესში;
  • სხვა HR პროექტებში მონაწილეობა;

 

რეზიუმე შეგიძლიათ გამოგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@borjomi.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება -Recruiter.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

 

გისურვებთ წარმატებებს.

 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი

Betlive.com


16 აპრ - 15 მაის

ხარისხის მართვის მენეჯერი

მისტერ მასტერი


23 მარ - 21 აპრ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV