სტაჟირების პროგრამა დამწყები ინჟინრებისთვის

თარიღები: 12 აპრ - 30 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: hr@kboc.ge
სამშენებლო, უძრავი ქონება:  ინჟინერი-არქიტექტორი

სტაჟირების პროგრამა დამწყები ინჟინრებისთვის

 

შპს „KBOC”, ნავთობისა და გაზის საძიებო და მომპოვებელი კომპანია დამწყებ ინჟინრებს სთავაზობს ორწლიან, ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას, პროგრამის დასრულების შემდგომ სრული სამუშაო განაკვეთით დასაქმების პერსპექტივით.

ნავთობისა და გაზის ინჟინერის სპეციალობის მოტივირებულ კურსდამთავრებულებს ინჟინრის სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ გამოცდილ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან პრაქტიკის გავლისა და პროფესიონალური უნარების ამაღლების საინტერესო შესაძლებლობას. შერჩეული კანდიდატ(ებ)ი პროფესიული ცოდნის გამდიდრების მიზნით ჩართული იქნებიან წარმოების ყველა ტიპის სამუშაოებში.

კომპანია რეგულარულ ყოველთვიური ანაზღაურებასთან ერთად სტაჟორ ინჟინერს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით.

 

სტაჟირების ორწლიანი პროგრამა ითვალისწინებს სამუშაო ადგილზე ოპერაციებში, სახელმძღვანელო პრინციპებსა და შინაგანაწესში თეორიულ მომზადებას. თუმცა, სტაჟირების პროგრამის უმთავრეს ნაწილს  საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობა და რეალურ სამუშაო პროცესებში მონაწილეობა შეადგენს.

სტაჟორი ინჟინერი ისწავლის და მონაწილეობას მიიღებს მოპოვების, კაპიტალური შეკეთების, ასევე ადმინისტრაციულ საქმიანობაში, კერძოდ:

ოპერაციები:

  • ჭაბურღილის კონტროლი / ჭის პირებსა და სეპარატორებზე დაკვირვება-მონიტორინგი;
  • მავთულის ჯალამბარის და ჭაბურღილების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები;
  • მექანიკური და ელექტრო მოწყობილობების, ასევე მილსადენის სისტემის შეკეთება;
  • დეტალური მოპოვებისა და/ან ბურღვის საინჟინრო პროგრამების დაგეგმვა და შესრულება;
  • სამშენებლო პროექტების დაგეგმვა, ნახაზის შედგენა და განხორციელება;
  • სათანადო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შეკრება, ასევე  მონაცემთა შეგროვება და ანგარიშის შედგენა;
  • ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის წესები და პროცედურები, თავსებადობა, მონიტორინგი და ანგარიშის შედგენა;
  • საწარმოო ავტომობილების, მანქანა-დანადგარების, ტექნიკის და იარაღების მართვა და მოხმარება;
  • სასაწყობე მეურნეობის, მარაგების მოძრაობის მართვა და ადმინისტრირება.

ადმინისტრაცია:

  • ფინანსური პროცედურები, ინვენტარიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა;
  • შესყიდვის მეთოდები, ხელშეკრულების მონიტორინგი, ბაზრის კვლევა;
  • ფლუიდის გაყიდვის ხელშეკრულებები და პროცედურები;
  • სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების წინაშე არებული სამართლებრივი ვალდებულებები;
  • დოკუმენტბრუნვის პროცედურა, ადამიანური რესურსების მართვა და მონაცემთა ადმინისტრირება.

 

სტაჟორის ვალდებულებები:

  • შეასრულოს სტაჟირების პროგრამის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დროის 80% უნდა გაატაროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე ბაზაზე. კომპანია უზრუნველყოფს თბილისიდან ტრანსპორტირებას, კვებას და პირად დამცავ ეკიპირებას;
  • მჭიდროდ ითანამშრომლოს პროფესიონალთა  მრავალ-პროფილიან და მრავალეროვნულ გუნდთან;
  • მკაცრად დაიცვას უსაფრთხოების ყველა წესი და პროცედურა, კომპანიის შინაგანაწესი და პოლიტიკის სახელმძღვანელოები;
  • გაიაროს სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებული რეგულარული შეფასების პროცესები.

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები: 

  • უმაღლესი განათლება ნავთობისა და გაზის ინჟინერის სპეციალობით ან მისი ექვივალენტი;
  • ინგლისური და ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
  • კარგი კომუნიკაციის, ასევე ანალიტიკური უნარები და სამუშაო ეთიკა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • მართვის მოწმობა.

 

ფიზიკური მოთხოვნები:

  • საველე პირობებში მუშაობის უნარი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ბაზის ტერიტორიაზე სრული დღეღამის გატარება, ფიზიკური მზაობა საველე სამუშაოსთვის და დადგენილ სამუშაო გრაფიკზე მორგების შესაძლებლობა.

 

ნავთობისა და გაზის სფეროში ცოდნისა და განვითარებით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 30 აპრილამდე გამოგვიგზავნოთ ინგლისურ ენაზე შედგენილი CV მისამართზე hr@kboc.ge.  ინტერვიუსთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს www.kboc.ge.

მსგავსი განცხადებები
Строительный Инженер

ALIANS CONSTRACTION


15 აპრ - 14 მაის

ინჟინერ დიზაინერი

ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი


27 მარ - 24 აპრ

ინჟინერი

ტერასა გრუპი


11 აპრ - 10 მაის

ინჟინერ-მშენებელი

Lota Design


02 აპრ - 01 მაის

პროექტების დამოუკიდებელი ინჟინერი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია


17 აპრ - 23 აპრ

logo


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV