კარგი კლინიკური პრაქტიკა

თარიღები: 20 აპრ - 09 მაის
მდებარეობა: თბილისი

სხვა ვებ გვერდზე

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

კარგი კლინიკური პრაქტიკა / Good Clinical Practice GCP/

ესემო ფარმინას  და საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაციის სასწავლო პროგრამა

 

სასწავლო პროგრამა - კარგი კლინიკური პრაქტიკა/Good Clinical Practice (GCP) - უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ;  პროგრამამ მოიპოვა TransCelerate BioPharma Inc. -ის საერთაშორისო აღიარებაც.

 

GCP  სასწავლო პროგრამა განკუთვნილია სამედიცინო (ნებისმიერი სპეციალობის ექიმი-სპეციალისტი, უმცროსი ექიმი, ზოგადი პროფილის ექიმი, ექთანი, ფარმაცევტი) და არასამედიცინო პერსონალისთვის, ასევე, არასრული უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ კლინიკურ კვლევებში ან მომავალში გეგმავენ ამ ტიპის საქმიანობას. სასწავლო პროგრამის გავლის შემდგომ ტესტირების საფუძველზე გაიცემა GCP სერტიფიკატი.

 

სწავლების ხანგრძლვობა: 5 დღე;

  • სწავლება სამუშაო დღეებში დღის მეორე ნახევარში, შაბათს მთელი დღის განმავლობაში. ჯგუფის მონაწილეებთან შეთანხმებით, შესაძლებელია ტრენინგის მოქნილი გრაფიკით ჩატარება;
  • პროგრამის მოცულობა: 15 სთ;

 

სწავლების ენა: ქართული;

  • მონაწილეებს დაურიგდებათ სალექციო/საპრეზენტაციო მასალების ელექტრონული ვერსიები ქართულ ენაზე;

 

სწავლების საფასური: 490ლ;

 

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს ფასდაკლებები საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაციის წევრებისათვის.

 

პროგრამის მიზანია კარგი კლინიკური პრაქტიკის (GCP) პრინციპების სწავლებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება საქართველოში, რაც წარმოადგენს კლინიკურ კვლევაში ჩართული პაციენტების უფლებების დაცვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევისა და სარწმუნო მონაცემების მიღების გარანტს.

 

პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება საკითხები, რომლის გამოყენებასაც შეძლებს პრაქტიკულ საქმიანობაში, კლინიკური კვლევის გუნდში დაკავებული პოზიციის (მკვლევარი, კოორდინატორი, ფარმაცევტი და ა.შ.) შესაბამისად:

  • ჰარმონიზაციის საერთაშორისო საბჭოს კარგი კლინიკური პრაქტიკის (ICH GCP R2) პრინციპები; კლინიკური კვლევის არსი და მნიშვნელობა, ფაზები, დიზაინი.
  • კლინიკურ კვლევაში მონაწილე ძირითადი მხარეები და მათი ფუნქციები;
  • დამოუკიდებელი ეთიკური კომისიის როლი კლინიკურ კვლევაში;
  • მკვლევარის როლი კლინიკურ კვლევაში და მისი ფუნქციები:
  • ვალიდური ინფორმირებული თანხმობა, პაციენტის ინფორმირება და სათანადო დოკუმენტირება;
  • საკვლევი პროდუქტის მართვა კლინიკური კვლევის ცენტრში;
  • კლინიკური კვლევის დროს გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შეფასება;
  • რანდომიზაცია/სიბრმავის მოხსნა, პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ბარათის წარმოება და ა.შ.
  • სამედიცინო ჩანაწერების და კვლევის სხვა დოკუმენტების წარმოებისა და შენახვის წესები;
  • კლინიკური კვლევის პროტოკოლის, მკვლევარის ბროშურის და კვლევის სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების არსი და მნიშვნელობა;
  • კლინიკური კვლევის მონიტორინგი, აუდიტი, ადგილობრივი და საერთაშორისო მარეგულირებელი გარემო.

 

სასწავლო პროგრამის აქტუალობა

საერთაშორისო სპონსორი ორგანიზაციებისთვის მკვლევარების შერჩევის ძირითად კრიტერიუმს, პროფესიულ კვალიფიკაციასთან ერთად, წარმოადგენს GCP სერტიფიკატის ფლობა, რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრულია 1 ან 2 წლით. სპონსორი კომპანიები პერიოდულად ამოწმებენ კლინიკების/მკვლევარების კვალიფიკაციის შესაბამისობას GCP სტანდარტებთან, რადგან მათ დაცვას მინიმუმამდე დაყავს კლინიკური კვლევის მიმდინარეობისას GCP სტანდარტის მოთხოვნებთან შეუსაბამობების რისკი. შესაბამისად, კლინიკურ კვლევაში მონაწილეობისთვის აუცილებელია კვლევის გუნდის წევრების სერტიფიცირება, ხოლო კვლევის პროცესში პერიოდულად საჭირო ხდება კვლევის გუნდის (მთავარი მკვლევარი, თანამკვლევარი,  ფარმაცევტი, ექთანი, კვლევის კოორდინატორი) რესერტიფიცირება.

 

სწავლების მეთოდები

ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე აქტივობებსაც, რომლის დროსაც მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ როლური სიტუაციის დადგმის საშუალებით განამტკიცონ მოსმენილი თემა და შეიძინონის ჩვევები, რომლებიც შემდგომში გამოადგებათ პრაქტიკულ საქმიანობაში.

 

ინფორმაციის მიწოდების ფორმები:

  • ლექცია/სემინარი;
  • ვიდეოფილმი;
  • ნაბეჭდი მასალა და/ან ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერილი საპრეზენტაციო მასალა (საშინაო დავალების სახით);

 

ინტერაქტიური მეთოდები:

  • დისკუსია;
  • კონკრეტული შემთხვევების გარჩევა;
  • წინასწარ მიცემული დავალების განხილვა ჯგუფებში და მსმენელთა მიერ მოკლე მოხსენებების მომზადება, როლური თამაშები სალექციო თემატიკის შესაბამისად.

 

დაწყების თარიღი: 13 მაისი 2019 წელი

დასრულების თარიღი: 17 მაისი 2019 წელი

დრო: 16:00 – 19:30

მის: ა. პოლიტკოვსკაიას 6გ

 

დაგვიკავშირდით: (032) 2 30 45 00; 599 21 41 21;

ელ-ფოსტა: t.chanturia@smo-pharmina.net; gaci@gaci.ge

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს  https://smo-pharmina.net/  http://gaci.ge/

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე:  https://www.facebook.com/smopharminageorgia/

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://forms.gle/eWTY9uAbkvmvZYNt7

 

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

Rossoft Training Centre


28 მარ - 26 აპრ

Free Courses for Fourth Year Students

ISET - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა


26 მარ - 24 აპრ

HR მენეჯმენტი_პრაქტიკული ვორქშოფები

როი ჯგუფი


25 მარ - 23 აპრ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


15 აპრ - 14 მაის

IT ქსელის სამმაგი სასერტიფიკატო პროგრამა

კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია


29 მარ - 27 აპრ

Microsoft Excel - Basic, Intermediate and Advanced Level, VBA, ბიზნეს მოდელირება და საფინანსო

VIP Intellect Group


11 აპრ - 10 მაის

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


15 აპრ - 14 მაის


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV