IT პროექტების მენეჯერი

თარიღები: 10 აპრ - 20 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@unison.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი) IT პროექტების მენეჯმენტი

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა.

ს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“  აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • IT პროექტში მონაწილე პირებისგან მოთხოვნების შეგროვება, დავალების სიღრმისეული ანალიზი, პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტირება;
  • პროექტის რისკების იდენტიფიცირება და მასზე დაყრდნობით პროექტის შესრულების ოპტიმალური გეგმის შემუშავება შიდა და გარე IT დეველოპერებთან მოლაპარაკებების გზით;
  • IT პროექტის, როგორც ტექნიკური დეტალური დავალების, ასევე ბიზნეს დოკუმენტის შედგენა, მათ შორის პროცესების დიზაინერული შემუშავება და ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა;
  • შეთანხმებული დავალების და მისი პუნქტების აღრიცხვა დოკუმენტურად და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში დარეგისტრირება (შესაბამისი ინფორმაციის გათვალისწინებით);
  • პროექტის თითოეული დაკავშირებული მხარის მოლოდინების მართვა, მათი ინტერესების დაბალანსება, მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლობა მათთან;
     

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მათემატიკის მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • რამოდენიმე პროექტის ერთდროულად ეფექტურად და ოპტიმალურად მართვის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების MS Office-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
     


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@unison.ge  2019 წლის 20 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.  

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
IT პროექტების მენეჯერი

თიბისი ლიზინგი


04 აპრ - 03 მაის

.NET დეველოპერი

FINA


05 აპრ - 03 მაის

1C დეველოპერი თბილისსა და ბათუმში

ორბი ჯგუფი


28 მარ - 26 აპრ

ArcSight / SIEM Engineer

ვითიბი ბანკი ჯორჯია


22 მარ - 20 აპრ

Big Data დეველოპერი

თიბისი ბანკი


26 მარ - 22 აპრ

logo

BSS Solution Architect

Ericsson Georgia


27 მარ - 25 აპრ

Frontend დეველოპერი

Hotel Hub


27 მარ - 25 აპრ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV