სტუმრების მიმღები

თარიღები: 11 აპრ - 09 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@landrover.ge
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მიმღები (Front Office)

შპს „ჯითი მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას  სტუმრების მიმღების (Hostess) პოზიციაზე.

 

კომპანია „ჯითი მოტორსი“ წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტებზე: www.landrover-georgia.com; www.jaguar-georgia.com

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155, იაგუარ ლენდ როვერის ცენტრი.

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00 - 18:00, დასვენების დღე კვირა).

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (ვერბალური);
  • რუსული და/ან სხვა ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • ავტომობილის საერთო მოწყობილობის ზოგადი ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობ;.
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადაწყვეტის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • უზრუნველყოს შემოსული სტუმრის დახვედრა;
  • შეუქმნას მომხმარებელს დადებითი შთაბეჭდილება და თავი აგრძნობინოს კომფორტულად;
  • გარკვევით და გასაგებად დაამყაროს მომხმარებელთან კომუნიკაცია, დაუსვას შეკითხვები, გააანალიზოს მომხმარებლის მოთხოვნები და უზრუნველყოს მისი შემდგომი გადამისამართება გუნდის შესაბამის წევრთან;
  • აუცილებელი ლოდინის შემთხვევაში შესთავაზოს სტუმარს გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა;
  • ეფექტურად წარმართოს სატელეფონო საუბრები;
  • ჩაიწეროს ყველა საჭირო მონაცემი მომხმარებლის შესახებ და აწარმოოს მათი ბაზა;
  • კონსულტაცია გაუწიოს და დაეხმაროს მომხმარებელს ავტომობილისა და სხვა აქსესუარების შერჩევასა და შეძენაში.

 

ანაზღაურება: 600 ლარამდე (ხელზე ასაღები) და დამატებით ბონუსი (კომპანიაში არსებული ბონუსური სისტემის შესაბამისად).

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ მისამართზე vacancy@landrover.ge

გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტუმრების მიმღები);

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან;

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Front Desk Officer

AQUA INVEST


26 მარ - 24 აპრ

Front Office Manager

Dinner in the Sky


21 მარ - 19 აპრ

Guest Relations Officer in Batumi

სასტუმრო WELMOND


02 აპრ - 01 მაის

Receptionist

Mercure Tbilisi Old Town


03 აპრ - 02 მაის

Receptionist

Rustaveli Palace


15 აპრ - 14 მაის

ადმინისტრატორი

სასტუმრო დიპლომატი


05 აპრ - 04 მაის

ადმინისტრატორი/რეცეფციონისტი

Green Tower hotel


21 მარ - 19 აპრ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV