დასაქმების პროგრამა თბილისსა და ბათუმში

თარიღები: 10 აპრ - 09 მაის
მდებარეობა: თბილისი ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

სხვა ვებ გვერდზე

სხვა:  დასაქმების ფორუმი

საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსამთავრებულებს სთავაზობს დასაქმების პროგრამაში ჩართვას, "შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ ორთვიან პროგრამაზე" ჩარიცხვას და სწავლის საფასურის დასაქმებამდე გადავადებას.

2019 წლის 19 თებერვალს მიღებული შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლის ვალდებულება ვრცელდება გარკვეული კატეგორიის კომპანიებზე (სამშენებლო სფერო, წარმოებები და სხვა), ხოლო 2019 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნული რეგუალციები გავრცელდება ყველა კატეგორიის კომპანიაზე. უკვე დღეს არის ძალიან დიდი მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებულ სპეციალისტებზე, რომელთა მომზადება ხორციელდება მხოლოდ სპეციალური აკრედიტაციის მქონე "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა მომზადების პროგრამის" ფარგლებში.

დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისათვის კანდიდატებმა უნდა გაიარონ ტესტირება ზოგად უნარებში და ინგლისურ ენაში (B1), ასევე გასაუბრება.

დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირებს „შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული ორთვიანი პროგრამის“ სწავლის საფასურის ნახევარი გადაუვადდებათ შრომის უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე დასაქმებამდე. მსმენელი გადავადებულ სწავლის საფასურს გადაიხდის დასაქმების შემდეგ 3 თვის განმავლობაში.

 

დასაქმების პროგრამის ფარგლებში, შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია ახორცილებს შემდეგ აქტივობებს:

  • შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დასაქმების ხელშეწყობა
  • ასოციაციის აუთსორსინგულ და კვლევით პროექტებში ჩართვა
  • პარტნიორ ორგანიზაციებში სტაჟირებაზე გაგზავნა
  • ასოციაციის წერილობითი რეკომენდაციის გაცემა
  • CV-ის, სერტიფიკატის, აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის ასოციაციის ბაზაში არსებული კომპანიებში გადაგზავნა
  • დასაქმების საწყის ეტაპებზე კონსულტაციების გაწევა

 

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ შემდეგ ბმული: დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციის ბმული

 

ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული ორთვიანი პროგრამის შესახებ

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
დასაქმების კვირეული - 100 ახალი მაღაზია, 1000 სამუშაო ადგილი

ნიკორა ტრეიდი


17 აპრ - 24 აპრ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV