გაყიდვების აგენტების სუპერვაიზერი

თარიღები: 08 აპრ - 07 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: g.kokhtashvili@wst.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) სუპერვაიზერი

საერთაშორისო DMC კომპანია WST and Citysightseeing Tbilisi (www.wstge.com)  გახლავთ მსოფლიო ბრიტანული  ბრენდის worldwide Citysightseeing - ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში (www.city-sightseeing.com). კომპანია„WST and Citysightseeing Tbilisi“ ნერგავს ახალ ევროპულ სტანდარტებს კავკასიის რეგიონსა და ტურისტულ ინდუსტრიაში.

 ჩვენი ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი აქტიურად მუშაობს საქართველოში შემომავალი ტურიზმის განვითარებაზე. თუ თქვენც ჩვენსავით გიტაცებთ თბილისი, სრულიად საქართველო და მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ჩვენი კომპანია თქვენთვისაა, შემოგვიერთდით!

 

ამჟამად, ჩვენ ვეძებთ კადრს გაყიდვების აგენტების სუპერვაიზერის (კონტროლიორის, მეთვალყურის) პოზიციაზე, რომლის ძირითადი ფუნქცია კომპანიის პრომო აგენტების მეთვალყურეობა და მათი მოტივირება იქნება.

 

როგორც კომპანიის გუნდის წევრი თქვენს მოვალეობაში შევა:

  • კომპანიაში გაყიდვების დინამიურობის ზრდის მუდმივი უზრუნველყოფა;
  • პრომოუტერებზე დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად შესრულების, ასევე მთლიანად გუნდის მუშაობის გამართულად და ეფექტურად დაგეგმარება და კონტროლი;
  • ძირითადი შესასრულებელი ამოცანებისა და დავალებების სწორად დასახვა, ამასთანავე მათი ეფექტურად შესრულების კონტროლი;
  • გაყიდვების დაგეგმილი მაჩვენებლების შესრულება და კონტროლი;
  • პრომო დეპარტამენტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების სტიმულირების მიზნით სამოტივაციო ტრენინგებისა და პროგრამების ორგანიზება და ჩატარება ;
  • თანამშრომელთა რეგულარული გადამზადება;
  • ანალიტიკური ანგარიშგების ჩატარება და ზედამხედველთან მოხსენება.

 

სასურველი ცოდნა და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება (ბიზნესი/ტურიზმი/გაყიდვები)
  • რუსული და ინგლისური ენების ფლობა სალაპარაკო დონეზე
  • სასურველია გამოცდილება ტურისტულ სფეროში
  • ენთუზიაზმი და ინტერესი ტურისტულ სფეროში
  • გუნდური მუშაობის უნარი და მეგობრული დამოკიდებულება თანამშრომლებთან
  • ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი
  • შეგუებადობა და კომპანიის სტანდარტების გაზიარება
  • ანალიტიკური აზროვნება და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი

 

სამუშაო პირობები:

  • პოზიციის სახელი: გაყიდვების აგენტების (პრომოუტერების) სუპერვაიზერი
  • ადგილმდებარეობა: მეიდანი, თავისუფლების მოედანი, რუსთაველი, თბილისი
  • სამუშაო დღეები და საათები: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
  • სასიამოვნო და კომფორტული სამუშაო გარემო
  • შერჩეული კანდიდატები, კვალიფიკაციიდან გამომდინარე, გაივლიან არაანაზღაურებად სტაჟირებას.

 

აპლიკაციის ინსტრუქციები

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე g.kokhtashvili@wst.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „გაყიდვების აგენტების (პრომოუტერების) სუპერვაიზერი“

კომპანია რეგულარულად განიხილავს აპლიკაციებს, ამიტომ გირჩევთ ნუ დააყოვნებთ რეზიუმეს გამოგზავნას.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები განიხილება და შესაბამისად გაივლიან გასაუბრებას.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
სუპერვაიზერი

ჯეოსტარი


08 აპრ - 06 მაის

სუპერვაიზერი კახეთის რეგიონში

ენგადი


16 აპრ - 30 აპრ

სუპერვაიზერი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

ენგადი


16 აპრ - 30 აპრ

სუპერვაიზერი ქუთაისში

ენგადი


16 აპრ - 30 აპრ

სუპერვაიზერის  დამხმარე ქუთაისში

ბი ემ ეს


08 აპრ - 07 მაის

logo

Account Manager

Glovo


27 მარ - 25 აპრ

Arabic Sales Representative

MG Capital


03 აპრ - 02 მაის


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV