ივენთ კოორდინატორი

თარიღები: 02 აპრ - 01 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr.iotahotels@gmail.com
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ღონისძიებების მენეჯერი

ქალაქის ცენტრში მდებარე  ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA Hotels" აცხადებს ვაკანსიას, ივენთ კოორდინატორის თანამდებობაზე.

 

"IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება
  • დაგეგმილი ღონისძიებების ბიუჯეტის შედგენა და ანგარიშგება
  • ჩატარებული ღონისძიებების შედეგების სტატისტიკა/ანალიტიკა
  • ღონისძიების ეფექტურობის გაზომვა, კლიენტებთან მუდმივი კავშირის ქონა
  • კლიენტებისგან მიღებული ინფორმაციისა და კმაყოფილების დონის მუდმივი შესწავლა/ანალიზი/დამუშავება
  • სასტუმროში წარმართული ღონისძიებების  სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
  • მომსახურების გაცნობის მიზნით, პოტენციური პარტნიორებისათვის პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა/გაცნობა
  • მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ
  • არსებულ პარტნიორებთან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნება, მოთხოვნების დაზუსტება/შესწავლა/ანალიზი და სათანადო რეაგირება
  •  ბაზრის სიახლეების/ახალი ტენდენციების მუდმივი თვალყურის დევნა/გამოვლენა
  • კომპანიისთვის საინტერესო ტენდერებში მონაწილეობის მიღება და მისაღებად საბუთების შეგროვება
  • ყოველდღიური რეპორტინგის განხორციელება სასტუმრო იოტას სტანდარტების მიხედვით
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების თავისუფალ დონეზე ფლობა (გასაუბრება წარიმართება უცხო ენებზე)
  • ეფექტური კომუნიკაციის, დახვეწილი მეტყველების და წერის უნარები
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
  • მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
  • პუნქტუალურობა
  • ორგანიზებულობა
  • ნოვატორულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

 

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის 10

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი , თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("ივენთ კოორდინატორი "), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"IOTA Hotels" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!

 

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

 

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ ხსენებულ მისამართზე.

მსგავსი განცხადებები
HR მენეჯერი /ივენთებისა და ტურების კოორდინატორი

რესტორანი სანჯა ჭულა


28 მარ - 26 აპრ

ღონისძიებების ორგანიზატორ-ხელმძღვანელი ბათუმში

არგო ანურია


04 აპრ - 03 მაის


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV