ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა

თარიღები: 22 აპრ - 30 აპრ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: AdmissionsMA@iset.ge
ტელეფონი: +995 322 507 177
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყო. პროგრამა აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამებს შეესაბამება. სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. უნივერსიტეტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროფესორები ასწავლიან.

სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირება ხდება ონლაინ, ვებ-გვერდზე www.iset.ge. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 6 მაისი. მისაღები გამოცდები ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ჩატარდება 2019 წლის მაისის დასაწყისში.

ყველა ჩარიცხულ სტუდენტს საშუალება ექნება, უფასოდ გაიაროს მათემატიკის კურსი (3 კვირა, აგვისტო, 2019 წელი) და პირველი მინი-სემესტრი (8 კვირა, სექტემბერ-ოქტომბერი, 2019 წელი).

 

ფინანსური მხარდაჭერა:

სწავლის საფასური: 3,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ერთი სასწავლო წლისთვის. თუმცა, ISET-ის მხარდამჭერთა გულუხვობის წყალობით:

  • საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე 10 სტუდენტი მიიღებს აკადემიურ სტიპენდიას სწავლის საფასურის დასაფარავად. ყველა წარმატებულ სტუდენტს შეუძლია მიიღოს ნაწილობრივი სტიპენდია;
  • ISET-ისა და მისი პარტნიორების დახმარებით, ფინანსური დახმარების საჭიროების მქონე სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ საჭიროებაზე დაფუძნებული სტიპენდიები;
  • სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო გრანტს, შეუძლიათ თანხა ISET-ის სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად გამოიყენონ;
  • ISET სტუდენტებს სთავაზობს შეღავათიანი, დაბალპროცენტიანი სტუდენტური საბანკო სესხების პროგრამას, რაც დაეხმარება მათ სწავლის საფასურის დაფარვაში.

 

მომავლის პერსპექტივები:

  • საერთაშორისო სტუდენტური გაცვლითი პროგრამები: მეორე კურსის სტუდენტებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწყობილ საზაფხულო სკოლებსა და კვლევით ვორქშოპებში ნორვეგიასა და შვეიცარიაში;
  • გამოყენებით კონცენტრაციებში მონაწილეობა, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის, მაკროეკონომიკური პოლიტიკის, კერძო სექტორის განვითარებისა და სოციალური პოლიტიკის ეკონომიკა, მონაცემთა ანალიზის თანამედროვე მეთოდები. აღნიშნული მიმართულებები ნორვეგიის ეკონომიკის სკოლასთან, ლოზანის, ტარტუსა და სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება;
  • დასაქმება და პროფესიული სტაჟირება: ISET-ის კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია ან სწავლას აგრძელებს საზღვარგარეთ. ISET-ის კურსდამთავრებულებს უკავიათ წამყვანი თანამდებობები რეგიონსა და საზღვარგარეთ. ISET-ის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლის პარალელურად, პროფესიული სტაჟირება გაიარონ არაერთ ორგანიზაციაში;
  • სწავლის გაგრძელება აშშ-ისა და ევროპის წამყვან სადოქტორო პროგრამებზე, სრული დაფინანსებით. ამჟამად ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლობენ სტენფორდის, ჩიკაგოს, ნიუ იორკის, ვაშინგტონის, პენსილვანიის, ვორიკის, ლესტერისა და სხვა უნივერსიტეტებში;
  • ახალგაზრდა მასწავლებელთა პროგრამა: ISET-ის კურსდამთავრებულთა თითქმის 70% მონაწილეობას იღებს ჩეხეთის რესპუბლიკის CERGE-EI-ის ფონდის ახალგაზრდა მასწავლებელთა პროგრამაში. პროგრამის ყველა მონაწილე გადის პედაგოგიურ ტრენინგს პრაღაში, მათ აქტიურ მენტორობას უწევენ CERGE-EI-ისა და ISET-ის პროფესორები. პროგრამის დასრულების შემდეგ, ისინი რეგიონის სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიან თანამედროვე, საბაზრო ეკონომიკას.

 

რეგისტრაცია:

რეგიონის (აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის) სტუდენტებისთვის:

  • ონლაინ განაცხადის შევსება
  • მათემატიკისა და ინგლისური ენის მისაღები გამოცდების ჩაბარება
  • გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში)

 

*საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდა.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის: www.iset.ge

საკონტაქტო პირი:
მაია სურგულაძე
ელ-ფოსტა: AdmissionsMA@iset.ge
ტელ.: +995 322 507 177 (შიდა 104)

საქართველო, თბილისი, ზანდუკელის . #16

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

Rossoft Training Centre


28 მარ - 26 აპრ

Free Courses for Fourth Year Students

ISET - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა


26 მარ - 24 აპრ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


15 აპრ - 14 მაის

IT ქსელის სამმაგი სასერტიფიკატო პროგრამა

კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია


29 მარ - 27 აპრ

Microsoft Excel - Basic, Intermediate and Advanced Level, VBA, ბიზნეს მოდელირება და საფინანსო

VIP Intellect Group


11 აპრ - 10 მაის

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


15 აპრ - 14 მაის

WEB-დიზაინი / PHOTOSHOP CC/ COREL DRAW X8-ის  კურსები

ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი


15 აპრ - 14 მაის


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV