კონდიტერი/მზარეული

თარიღები: 26 მარ - 24 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 850
ელ. ფოსტა: hr.iotahotels@gmail.com
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  კონდიტერი მზარეული

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიებს, კონდიტერის და მზარეულის პოზიციებზე.

"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

 

"IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერისა და მზარეულის პოზიციაზე 

 

კონდიტერი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • „სასტუმრო იოტას“ სტანდარტების მიხედვით საკვების მომზადება
  • შეფ-მზარეულის მითითებების/ინსტრუქციების/დავალებების შესრულება
  • საკვების მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა
  • მენიუს ცვლილების პროცესში მონაწილებოს მიღება
  • სასტუმრო “იოტა“-ს სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • პროდუქტის ხარისხის  მუდმივი კონტროლი
  • სამუშაო გარემოს მოწესრიგება და საკვები პროდუქტების დახარისხება/შესაბამის ადგილზე განთავსება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება
  • პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.

 

ანაზღაურება: 850 ლარი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე , 2 დასვენების დღე.

 

 

მზარეული

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მენიუში არსებული/შემავალი კერძების მომზადება
  • კერძების ხარსხსა და ვიზუალზე მუდმივი ზრუნვა
  • კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით
  • „სასტუმრო იოტას“ სამუშაო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა
  • პროდუქტების მარაგის კონტროლი
  • კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი გამზადება
  • არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
  • პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • პუნქტუალურობა/ ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • ხარისხზე ორიენტირებულობა
  • ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

 

ანაზღაურება: 850 ლარი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე , 2 დასვენების დღე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ.N10.

 

 

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com  წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("ზარეული" ან "კონდიტერი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

 

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
Cook in Batumi

Radisson Blu Hotel Batumi


26 მარ - 24 აპრ

Повар

ფუდ ფემილი გრუპ


28 მარ - 26 აპრ

Повар / Официант В Батуми

MAXIMUS


12 აპრ - 11 მაის

ადმინისტრატორი/მზარეული შეკვეთილში

სასტუმრო ეგრისი


03 აპრ - 02 მაის

ბავშვის აღმზრელი / ოჯახის დამხმარე

Full Famelly


08 აპრ - 07 მაის

დილის საუზმის მზარეული

მაქეი


05 აპრ - 04 მაის

ევროპული და აზიური კერძების მზარეული

სწრაფი კვების ობიექტი PHO


19 აპრ - 16 მაის


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV