პროფესიული კურსი კოლეჯის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

თარიღები: 15 მარ - 31 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ქართული ინგლისური რუსული

სხვა ვებ გვერდზე

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

პროფესიული კურსი კოლეჯის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

 

ვაკანსიის კოდი                           TGM0000307

ადგილმდებარეობა                     თბილისი​

ორგანიზაცია                               თეგეტა მოტორსი

მოქმედების ვადა                        31.03.2019​

კატეგორია                                  ტრენინგები და სწავლება

დასაქმების ტიპი                         სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი                        სტანდარტული გრაფიკი

გამოცდილების დონე                 არ არის განსაზღვრული

 

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება:

  • ხარისხი: სტუდენტი, არასრული უმაღლესი.

ენები

  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - საშუალო
  • ინგლისური - საშუალო

უნარები

  • აქტიურობა, ენერგიულობა
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები

  • საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

სამუშაოს აღწერა:

ჰოლდინგური კომპანია თეგეტა მოტორსი

პროფესიული კურსი კოლეჯის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

 

კომპანიის შესახებ

      თეგეტა მოტორსი მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა. ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 23 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე.

       კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით.

 თეგეტა მოტორსი მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“. თეგეტა მოტორსი მრავალი  ჯილდოს მფლობელია, მან უკვე 4-ჯერ მოიპოვა „ოქროს ბრენდის" სტატუსი. უმაღლესი დონის სერვისმა და საერთაშორისო სტანდარტების სერვის-ცენტრებმა განაპირობა ის, რომ თეგეტა მოტორსს, პირველად საქართველოში, ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ISO 9001:2015 სტანდარტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა. ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციისა და მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, თეგეტა მოტორსმა საქართველოში პირველმა დანერგა ბიზნესის მართვისა და ბიზნეს-პროცესების ადმინისტრირების ავტომატიზებული თანამედროვე პროგრამა SAP.

 

პროფესიული კურსი დასაქმების შესაძლებლობით თეგეტა მოტორსში

   თეგეტა მოტორსი იწყებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, დაეუფლონ პროფესიას ავტოინდუსტრიაში, სხვადასხვა მიმართულებებით,  და დასაქმდნენ საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში.

  • სტაჟირება ანაზღაურებადია.
  • გრაფიკი -  სრული 
  • ხანგრძლივობა - 6 თვე.

 

პროფესიული სწავლება ცხადდება თეგეტა მოტორსის სერვისში, შემდეგი მიმართულებით:

მიმართულება                                                                           პოზიციის რაოდენობა

ელექტრო დიაგნოსტიკის სპეციალისტი          მსუბუქი                3 

ელექტრო დიაგნოსტიკის სპეციალისტი          მსუბუქი                3

ელექტრო დიაგნოსტიკის სპეციალისტი          სატვირთო             3 

ძრავის მექანიკოსი                                             მსუბუქი                3

ძრავის მექანიკოსი                                             სატვირთო             2

ჰიდრავლიკის სპეციალისტი                            სპეცტექნიკა           2

სავალი ნაწილის მექანიკოსი                            მსუბუქი                 3

სავალი ნაწილის მექანიკოსი                            სატვირთო              2

გადაცემათა კოლოფის სპეციალისტი              სატვირთო              2

 

პროფესიული პროგრამის საერთო ხანგრძლივობა - 6 თვეა. პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების გრაფიკი  და ანაზღაურება (ხელზე ასაღები) განისაზღვრება შემდეგი სქემით:

 

თვე კურსის მიმდინარეობა                                               ანაზღაურება (ხელზე ასაღები)

1 თეორია                                                                             უხელფასო                                               P.S. შემაჯამებელი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრემია 200 ლარის ოდენობით

2  თეორია + პრაქტიკა                                                        200

3 ინტენსიური პრაქტიკა                                                    300

4 პრაქტიკა                                                                          300

5 პრაქტიკა                                                                          400

6 პრაქტიკ                                                                            400

 

წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის სხვადასხვა ფილიალებში (ცენტრალური; ვაკე; პეპელა)

ტრენინგებს ჩაატარებენ თეგეტა აკადემიის ტრენერები და თეგეტა მოტორსის წარმატებული, მრავალწლიანი გამოცდილებისმქონე პრაქტიკოსი სპეციალისტები.

 

თეგეტა მოტორსი სტუდენტებს სთავაზობს:

  • მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლების და დასაქმების შესაძლებლობას საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
  • თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
  • უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს;
  • საერთაშორისო დონის ტრენინგების გავლის შესაძლებლობას.

 

პროფესიული კურსით დაინტერესებული კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • გასაუბრება;
  • ტესტირება (ზოგადი უნარები; უცხო ენა)

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

 

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/307

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
IOS - მობილური პროგრამირება

ციფრული ინდუსტრიის აკადემია


22 თებ - 23 მარ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


15 მარ - 13 აპრ

IT ქსელი + პრაქტიკა

Next-IT Academy


19 მარ - 17 აპრ

JAVA-ს კურსი

ციფრული ინდუსტრიის აკადემია


22 თებ - 23 მარ

Microsoft Excel-Basic,Intermediate, Advanced Level VBA ბიზნეს მოდელირება და საბანკო-საფინანსო საქმე

VIP Intellect Group


04 მარ - 02 აპრ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


15 მარ - 13 აპრ

Training in Gender and Follow up Workshop

HEKS-EPER


18 მარ - 01 აპრ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV