თარიღები: 14 მარ - 12 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ელ. ფოსტა: hr@gdl.ge
ადამიანური რესურსები:  ადამიანური რესურსების მართვა

GDL - ჯიდიელი („საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ ყოფილი „თელიანი თრეიდინგი“) 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე.

ამჟამად ჯიდიელის პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 12 წელზე მეტია ახორციელებს . მათ შორისაა: თელიანი ველი, ბაგრატიონი, Macallan, Lavazza, კამპა, Medoff, Sobieski და სხვა.

 

ჯიდიელი აცხადებს HR მენეჯერის ვაკანსიას. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა აღწევს 400-მდე;. HR მენეჯერი ექვემდებარება დირექტორს, იქვემდებარებს HR ასისტენტს და პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ ყველა ბიზნეს პროცესზე.

სამუშო გრაფიკი: ორშ-პარ, 09:00 – 18:00;

მისამართი: მუხიანის მე-4 მკ/რ, ისაკიანის ჩიხი #4;

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები მოიცავს და არ შემოიფარგლება ქვემოთ ჩამოთვლილი პასუხისმგებლობებით;

  • თანამშრომელთა ბაზის წარმოება; ხელშეკრულებების მართვა და ვადების კონტროლი;
  • ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესებისა და დოკუმენტების მართვა/აღსრულება/აღრიცხვა;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
  • ბენეფიტების ადმინისტრირება;
  • რეკრუტინგისა და შერჩევის პროცესის მართვა/აღსრულება;
  • ტრენინგის საჭიროებების გამოვლენა, შესაბამისი მომწოდებლის მოძიება;
  • შინაგანაწესის გადახედვა, განახლება და თანამშრომელთათვის გაცნობა ორგანიზაციული საჭიროებების შესაბამისად;
  • მენეჯმენტის მხარდაჭერა ცვლილებების მართვაში;
  • ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა და განახლება;
  • დამსაქმებლის სახელით მონაწილეობის მიღება ფორუმებში, საჭიროების შესაბამისად;
  • სხვადასხვა ანგარიშების მომზადება მოთხოვნის შესაბამისად;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია მენეჯერის/სპეციალისტის/ადმინისტრატორის პოზიციაზე;
  • შრომის კოდექსის ცოდნა;
  • აუცილებელია საკადრო ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია გამოცდილება რეკრუტინგში;
  • პროცესების/პროცედურების/სამუშაოს აღწერილობების შექმნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პრეზენტაციის ძლიერი უნარი;
  • გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • წარმატების მიღწევის მოტივაცია;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr.@gdl.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „HR მენეჯერი“.

 

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
HR Intern

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი


25 თებ - 22 მარ

HR ადმინიტრაციული მენეჯერი

ბი-ემ-სი გორგია


13 მარ - 20 მარ

HR მენეჯერი

HH Recruitment


11 მარ - 18 მარ

HR სპეციალისტი

დუთი ფრი ჯორჯია


20 თებ - 21 მარ

HR-Specialist

Majorel


05 მარ - 19 მარ

Junior HR Specialist

Avon


05 მარ - 03 აპრ

Russian/English speaking HR Recruiter

HR Recruiter


18 მარ - 16 აპრ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV