შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტირებული პროგრამა

თარიღები: 14 მარ - 12 აპრ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: pr@sba.edu.ge
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტირებული პროგრამა შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად და აკრედიტებულია საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომრის N01-25/ნ ბრძანებით, საშიშ პირობებიანი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიებისთვის სავალდებულო გახდა 130 საათიანი აკრედიტებული პროგრამის კურსდამთავრებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლა.

პროგრამა პასუხობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს. იგი განკუთვნილია როგორც მოქმედი, ასევე დამწყები შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისათვის.

სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს.

პროგრამის მიზანი – „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება; საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში  შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის  ეფექტური მართვისათვის.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან.

 

სწავლის შედეგები – მსმენელს პროგრამის დასრულებისას:

  • აქვს სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში;
  • იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;
  • შეუძლია შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები;
  • შეუძლია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ტრენერებიმიშა კორძახია, ტიტე ბოლქვაძე, ლიანა მინდაძე, ბორის ოსიპიანი

 

თემატიკა

  • შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში
  • საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით
  • სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა - აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება
  • პროფესიული დაავადებები - პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი
  • ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება
  • პირველადი სამედიცინო დახმარება
  • ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები
  • ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
  • შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფქისოსოციალური ფაქტორები
  • სიმაღლეზე მუშაობა
  • ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში
  • დახურულ სივრცეში მუშაობის უსაფრთხოება
  • ერგონომიკა
  • ამწე მექანიზმებთან უსაფრთხოდ მუშაობა

 

განრიგი

  • ტრენინგის დასაწყისი1 აპრილი
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი თვე (130 სთ.)
  • ჩატარების დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი
  • ჩატარების დრო: 18:30-დან 21:30-მდე (შაბათს 10:00 – 16:00)
  • შესაძლებელია განხორციელდეს ინტენსიური კურსი (6 კვირა) შეთანხმებისამებრ

 

საფასური და რეგისტრაცია

 

ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი წარმომადგენლის დასწრების შემთხევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

 

ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე.

 

სპეციალური შეთავაზება ორგანიზაციებს

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA გთავაზობთ თქვენს კომპანიაში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სააუდიტორო და საკონსულტაციო მომსახურებას

მომსახურების გაწევის სამართლებრივი საფუძველი:

  • გაერთიანებული ერების შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი „პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მართვის სისტემების ILO-OSH 2001” მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო ნორმები;

 

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს შრომის კანომდებლობით დადგენილი ნორმები;

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: (+995 32) 2 40 33 40 

მობ.: +995 555 99 52 55;  +995 599 97 57 72

ელ.ფოსტა: pr@sba.edu.ge

საიტი: www.sba.edu.ge

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

Rossoft Training Centre


20 თებ - 20 მარ

IOS - მობილური პროგრამირება

ციფრული ინდუსტრიის აკადემია


22 თებ - 23 მარ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+ თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


15 მარ - 13 აპრ

IT ქსელი + პრაქტიკა

Next-IT Academy


19 მარ - 17 აპრ

JAVA-ს კურსი

ციფრული ინდუსტრიის აკადემია


22 თებ - 23 მარ

Microsoft Excel-Basic,Intermediate, Advanced Level VBA ბიზნეს მოდელირება და საბანკო-საფინანსო საქმე

VIP Intellect Group


04 მარ - 02 აპრ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი თბილისსა და რეგიონებში

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


15 მარ - 13 აპრ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV