უმცროსი საკრედიტო ექსპერტი რეგიონებში

თარიღები: 12 მარ - 01 აპრ
მდებარეობა: ახმეტა გურჯაანი წნორი ლაგოდეხი ყვარელი თელავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: vacancy@geocredit.ge
საბანკო:  სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი

მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს მისო ქართული კრედიტი დაფუძნდა – 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის ქართული კრედიტი საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

მისო ქართული კრედიტი აცხადებს ვაკანსიას:

თანამდებობა: უმცროსი საკრედიტო ექსპერტი

ადგილმდებარეობა : ახმეტა, გურჯაანი, წნორი, ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 01 აპრილი,  2019 წელი

 

ვის ვეძებთ ჩვენ?

  • ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია გაყიდვებითა და ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის განვითარებით;
  • მათ, ვისაც უყვარს სიახლეები, არის აქტიური, ინიციატივიანი, თავდაჯერებული და  შრომისმოყვარე, არის შედეგსა და ზრდაზე ორიენტირებული;
  • მათ, ვისაც აქვს მუშაობის, ზრდისა და განვითარების სურვილი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი), უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის, ეკონომიკის ან  ტექნიკური მიმართულების განათლების მქონე კანდიდატებს;
  • გაყიდვების სფეროში  სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

 

 

ფუნქცია–მოვალეობები:

  • კლიენტების მოზიდვა: საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • აგრო-ბიზნეს სფეროების ანალიზი და მათი ფინანსური საჭიროების საკითხების განსაზღვრა, საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი, პრობლემური სესხების მართვა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
  • შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.

 

 

რას მიიღებთ ამ სამსახურში მუშაობით?

  • მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
  • გამოცდით საკუთარ შესაძლებლობებს;
  • აღმოაჩენთ ახალ უნარებს;
  • გამოიმუშავებთ ანაზღაურებას;
  • დაიწყებთ კარიერის განვითარებას.

 

პოზიციის პირობები:

  • 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
  • სტაჟირების შემდეგ გამოსაცდელი ვადა - 3 თვე;
  • ანაზღაურება გამოსაცდელ ვადაში - 250 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
  • ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 375 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • მოცემულ პოზიციაზე აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს სმარტფონს (რომლის საშუალებითაც მოხდება სასესხო განაცხადების ონლაინ რეჟიმში შევსება და გაგზავნა).

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2019 წლის 15 აპრილისა.

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

მსგავსი განცხადებები
განვადების მენეჯერი

თიბისი ბანკი


19 მარ - 17 აპრ

განვადების მენეჯერი რუსთავში

თიბისი ბანკი


19 მარ - 31 მარ

განვადების მენეჯერი ახალციხეში

თიბისი ბანკი


19 მარ - 01 აპრ

განვადების მენეჯერი ბათუმში

თიბისი ბანკი


19 მარ - 07 აპრ

განვადების ოფიცერი

ბაზისბანკი


19 მარ - 02 აპრ

განვადების ოფიცერი ლანჩხუთში

კრედო ბანკი


12 მარ - 24 მარ

განვადების ოფიცერი ოზურგეთში

კრედო ბანკი


12 მარ - 24 მარ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV