სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი

თარიღები: 11 მარ - 29 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: მაგისტრი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ელ. ფოსტა: info@btu.edu.ge
მეცნიერება/განათლება:  უმაღლესი განათლება ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  განათლების სექტორი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის გამართულად მუშაობის უზრინველოყოფა  და კოტროლი;
  •  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ორგანიზება და სასწავლო პრო­ცესის ადმინისტრირება, სასწავლო პროცესის სრულფასოვნად განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო, საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • ცხრილე­ბის შედგენა, პროგრამების განმახორციელებლებთან სისტემატიური კომუნიკაცია, მათი აკადემიური დატვირთვის გაანგარიშება და გა­ნა­წი­ლე­ბის შემოწმება, შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვა;
  • სასწავლო და საგამოცდო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი. შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე დამკვირ­ვებ­ლე­ბის შერჩევისა და განაწილების ორგანიზება;
  • სასწავლო პროცესის მსვლელობის სისტემატიური კონტროლი. პროცესში ჩართული ყველა მხარის კვლევა, შედეგების შეფასება და ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მათი აღსრულების მონიტორინგი;
  • სტუდენტებისთვის კონსულტაციების გაწევა საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით;
  • საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის, მათ შორის მობილობის, ხელშეკრულებების გაფორმების პროცესების საორგანიზაციო და საინფორმაციო უზრუნველყოფა;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების  შედეგების საფუძველზე განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძა­ნებით ჩარიცხულ პირთა ბტუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად რექ­ტო­რის ბრძანების პროექტის მომზადება და გამოცემის შემდეგ მისი ასლის განათლებისა და მეცნიე­რე­ბის სამინისტროში წარდგენა;
  • მაგისტრანტობის კანდიდატების ჩარიცხვის თაობაზე რექტორის ერთიან აქტთან ერთად სსიპ – გა­მოც­დე­ბის ეროვნულ ცენტრში და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარსა­დ­­გე­ნი ინფორმაციის მომზადება;
  • დოქტორანტურაში ჩარიცხვის თაობაზე რექტორის ერთიან აქტთან ერთად სსიპ - განათლების ხა­რის­ხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარსადგენი დოკუმენტების მომზადება;
  • საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია, სტუ­დენ­ტ­­თა პირადი საქმეების დაკომპლექტება, ბტუ-ს სტუდენტთა  მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • ყოველთვიურად აკადემიური პერსონალისა და მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩატარებული სა­კონ­­­­ტაქ­ტო საათების შედარება გეგმიურთან, ფინანსური სამსახურისთვის და ფაკულტეტის დეკანის­თ­ვის ინფორმაციის გადაცემა;
  • სწავლების ყველა საფეხურის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხის შემსწავლელი კომისიების დოკუ­მენ­ტაციის შემოწმება და მომზადება ბრძანებისათვის;
  • დიპლომის დანართების მომზადება, დიპლომებისა და დანართების გაცემის რეგისტრაცია;
  • სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტებთა და პროგრამების განმახორციელებელთა გან­ც­ხა­­დე­ბების განხილვა, განცხადებებზე პასუხის და მოთხოვნილი ცნობების მომზადება;
  • სტუდენტთა შიდასაუნივერსიტეტო ბაზით შეუფერხებელი სარგებლობის და ინფორმა­ცი­ის ხელმისაწვ­დო­მობის კონტროლი;
  • დადგენილ ვადებში სსიპ - განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსა და სსიპ - შეფასებისა და გა­მოც­დების ეროვნულ ცენტრში წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • სსიპ - განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში მოთხოვნილი ინფორმაციის ასახვა და რეესტრის წარმოება.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გა­მო­ც­დილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ფლობა ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა;
  • კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე:  info@btu.edu.ge  გთხოვთ სათაურში მიუთითოთ გამოცხადებული პოზიციის დასახელება.  
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 29 მარტი.

მსგავსი განცხადებები
Academic Programs Coordinator

ISET - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა


19 მარ - 31 მარ

CISCO-ს სერტიფიცირებული პედაგოგი

VIP Intellect Group


21 თებ - 22 მარ

English Language Teacher

ბრიტანულ-ქართული აკადემია


05 მარ - 29 მარ

გერმანული ენის პედაგოგი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


18 მარ - 16 აპრ

დაწყებითი კლასების მასწავლებელი

თბილისის არქიმედეს სკოლა


19 მარ - 10 აპრ

ინგლისური ენის  პედაგოგი

წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა


26 თებ - 27 მარ

ინოვაციური სწავლების ტრენინგ-ცენტრის ხელმძღვანელი

ევროპის უნივერსიტეტი


11 მარ - 09 აპრ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV