სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი

თარიღები: 07 მარ - 05 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: hr@gdl.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) სავაჭრო წარმომადგენელი პრისელერი

GDL - ჯიდიელი („საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ ყოფილი „თელიანი თრეიდინგი“) 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე.

ამჟამად ჯიდიელის პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 12 წელზე მეტია ახორციელებს . მათ შორისაა: თელიანი ველი, ბაგრატიონი, Macallan, Lavazza, კამპა, Medoff, Sobieski და სხვა.

მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს

 

ჯიდიელი აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის  (პრისეილერის) პოზიციაზე.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • უბანზე გადაადგილება: განსახილველს კანდიდატს უნდა ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი. კომპანიის მხრიდან აუნაზღაურდება ცვეთის ხარჯი და საწვავი კილომეტრაჟისა და მარშრუტის მიხედვით
  • მოთხოვნის უზრონველყოფა: განსახილველ კანდიდატს მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით უნდა შეეძლოს უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის გაყიდვების და წარმოდგენის ორგანიზირება საცალო და საბითუმო ქსელში
  • ქსელის ჩამოყალიბება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა
  • სარეკლამო მასალების და გაყიდვებისთვის აუცილებელი ტექნიკის სარეალიზაციო ქსელში ეფექტური განთავსება
  • სადისტრიბუციო ქსელში შეკვეთების მენეჯმენტი და ფულადი სახსრების ინკასაციის პროცესის სწორად წარმართვა
  • სადისტრიბუციო ქსელის დროული ინფორმირება ფასდაკლებების, პრომოაქციების და სპეციალური შეთავაზებების მხრივ
  • სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების და აღწერილობის სრულფასოვნად ცოდნა
  • კომპანიის მიზნების, პრიორიტეტების, ამოცანების გათავისება და შესრულება მის სადისტრიბუციო ქსელში
  • უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის წარმოება
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები და ამოცანები

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • გაყიდვების, მარკეტინგის, თრეიდმარკეტინგის ან მერჩინდაიზინგის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • აუცილებელია ‘’B’’ კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
  • ზეპირსიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
  • მიზანდასახულობა
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის  და დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სავაჭრო წარმომადგენელი - თბილისი“

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
დისტრიბუტორი/პრისეილერი

ორიენტი


12 მარ - 10 აპრ

პრისეილერი

კომპანია ორბიტა


07 მარ - 05 აპრ

პრისეილერი

ლიდერ ჯორჯია


26 თებ - 27 მარ

პრისეილერი

ბი ემ ეს


20 მარ - 18 აპრ

პრისეილერი

სადისტრიბუციო კომპანია დომოქიმი


21 მარ - 19 აპრ

პრისეილერი / სავაჭრო აგენტი ქუთაისში

სადისტრიბუციო კომპანია ქენდი


21 მარ - 19 აპრ

პრისეილერი / სავაჭრო წარმომადგენელი

მოროზპროდუკტ ჯორჯია


11 მარ - 09 აპრ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV