მარკეტინგის მენეჯერი

თარიღები: 27 თებ - 28 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@roomdesign.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების მენეჯერი მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი

გალერეა რუმ დიზაინი – ეს არის კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი, რომელიც შეიქნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით – გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში , რომლის ძირითდი და უმთავრესი ღირებულებაა - იყოს მომხმარებელზე მორგებული და მუდმივად ზრუნავდეს მომხმარებელს შესთავაზოს სიახლეები , მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით ჩვენ ვართ პლატფორმა, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ინტერიერის მოდის მსოფლიო ტენდენციები და ტრენდები, რომლებსაც კარნახობენ წამყვანი მეგაპოლისები.

 

„გალერეა რუმ დიზაინი“ აცხადებს ვაკანსიას – მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის სფეროში , ასევე მენეჯმენტის და ფინანსების საკითხებში 
  • მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • საერთაშორისო ბრენდებთან კომუნიკაციის გამოცდილება; 
  • ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი; 
  • ანალიტიკური უნარები და ცოდნა, გაყიდვებისა და შესყიდვების ანალიზი, აქედან გამომდინარე მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მენეჯმენტისთვის წარდგენა; 
  • მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
  • გამოცდილება შესყიდვების, პროდუქციის ნაშთების, გაყიდვების დაგეგმვასა და კონტროლში; 
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
  • MS Officer - პროგრამების კარგად ცოდნა.

 

აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები :

  • სასიამოვნო გარეგნობის ქალი ან მამაკაცი
  • ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
  • ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
  • სიახლეების ათვისების უნარი;
  • კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);

 

ძირითადი მოვალეობები :

  • ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
  • გაყიდვების ზრდა სხვადასხვა მარკეტინგული თუ პირადპირი მოლაპრაკებებით როგორც ადგილობრივ კერძო კომაპნიებთან თუ ასევე საერთაშორისო ბრენდებთან, პრეზენტაციების დაგეგმვა
  • კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი და მარკეტინგ გეგმის შედგენა;
  • ბრენდინგი, ბრენდის სტრატეგიის შემუშავება;
  • მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
  • კომპანიის ვებ-საიტის და სოციალური ქსელების ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
  • ბრენდების შესწავლა და სხვადასხვა პროექტების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
  • გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში;
  • სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • სხვადასხვა პროექტებისგან მიღებული შედეგების შეფასება და პროექტის ეფექტიანობის განსაზღვრა;
  • შესყიდვებისა და გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი.
  • რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
  • შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა ;
  • ფასთწარმოქმნის ანალიზი (საცალო, საბითუმო, ინტერნეტ-გაყიდვები)
  • გაყიდვების დაგეგმვა (ბაზრის ანალიზი, წილის ანალიზი, სეზონურობის და ა. შ. )
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
  • კონკურენტების ანალიზი;

 

ჩვენ გთავაზობთ :

  • უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებს და მივლინებებს ევროპის სხვა და სხვა წამყვან ქვეყნებში
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • მზარდ ანაზღაურებას როგორც ფიქსირებულს ასევე დამატებით ბონუსების სისტემის მიხედვთ 

 

დამატებითი პირობები:

  • შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ტესტირება და შედგება პირადი გასაუბრება.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: vacancy@roomdesign.ge. სათაურის ველში (subject) გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: " მარკეტინგის მენეჯერი „ რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს! ფოტოსურათის და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება. ვებ-გვერდი: www.roomdesign.ge Facebook გვერდი: https://www.facebook.com/roomdesign.ge/

მსგავსი განცხადებები
კორპორატიული გაყიდვების/ლოჯისტიკის/მარკეტინგის  მენეჯერის

სადისტრიბუციო კომპანია ქალაქური


18 თებ - 19 მარ

Account Manager

Glovo


22 თებ - 23 მარ

B2B გაყიდვების მენეჯერი

ტოიოტა ცენტრი თეგეტა


15 მარ - 13 აპრ

German / English Speaking Customer Service Representative

Majorel


18 თებ - 19 მარ

German Speaking Sales Executive

MEDIATOR 24


12 მარ - 25 მარ

Product Manager/Seed Direction

ნობლექსი


06 მარ - 04 აპრ

Purchasing/Sales Manager

UE Commodities Trading GmbH


15 მარ - 13 აპრ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV