ადმინისტრატორი/რეცეფციონისტი

თარიღები: 14 თებ - 15 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 700 +ბონუსი
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: g.kokhtashvili@wst.ge
ადმინისტრაცია:  ადმინისტრატორი ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მიმღები (Front Office)

კომპანიის შესახებ

საერთაშორისო DMC კომპანია „WST and Citysightseeing Tbilisi“ (www.wst.com)  გახლავთ მსოფლიო ბრიტანული  ბრენდის worldwide Citysightseeing - ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში (www.city-sightseeing.com). კომპანია„WST and Citysightseeing Tbilisi“ ნერგავს ახალ ევროპულ სტანდარტებს კავკასიის რეგიონსა და ტურისტულ ინდუსტრიაში.

 ჩვენი ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი აქტიურად მუშაობს საქართველოში შემომავალი ტურიზმის განვითარებაზე. თუ თქვენც ჩვენსავით გიტაცებთ თბილისი, სრულიად საქართველო და მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ჩვენი კომპანია თქვენთვისაა, შემოგვიერთდით!

ამჟამად ჩვენ ვეძებთ ოფისის ადმინისტრატორი (რეცეფციონისტს), რომლის ძირითადი ფუნქციები ტურისტების დახვედრა, კომპანიის პროდუქტებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მათი დაკვალიანება იქნება.

 

სამუშაო მოვალეობები

როგორც ოფისის გუნდის წევრი, თქვენს მოვალეობებში შევა:

  • პოტენციური მომხმარებლების თავაზიანად და ღიმილით მიღება, მათთან კომუნიკაციის დამყარება
  • კომპანიის პროდუქციის ზედმიწევნით კარგად ცოდნა და რეალიზაცია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით
  • დამაჯერებლად, თავაზიანად და გამართულად საუბარი, დეტალურად აღწერა თვითოეული სერვისისა, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს
  • გაყიდვებისა და სხვა ტრანზაქციების აღრიცხვიანობის წარმოება
  • კომპანიის კუთვნილ პროგრამასთან მუშაობა და ყოველდღიური პროცესის მონიტორინგი
  • ტურების ეფექტური დაგეგმვა და შესრულების უზრუნველსაყოფად, გიდებთან, ავტობუსის ბორტგამყოლებთან და  მძღოლებთან თანამშრომლობა
  • ტურების მიმდინარეობის სისტემატური კონტროლი
  • დღის გახსნისა და დახურვის ჩაბარება ზედამხედველთან
  • კომპანიისა და გაყიდვების საპრეზენტაციო ფაილების მომზადება, განახლება
  • მელის ყოველდღიური კონტროლი და გამართული, პროფესიონალური პასუხების გაცემა
  • რეზერვაციების კონტროლი
  • ტურისტებისთვის გამოსადეგი ადგილობრივი რჩევების მიწოდება
  • მისაღები ოფისის სისუფთავის და ინვენტარის ფუნქციონირების უზრუნველყოფა

 

 

სასურველი ცოდნა და უნარჩვევები

  • სასურველია უმაღლესი განათლება (ბიზნესი/ტურიზმი/გაყიდვები). განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  • აუცილებელია რუსული, ინგლისური და ქართული ენების ფლობა სრულყოფილ სალაპარაკო დონეზე
  • სასურველია გამოცდილება ტურისტულ სფეროში
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
  • სწორი გამართული მეტყველება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დადებითი მიდგომა, კლიენტზე ორიეტირებული, სასიამოვნო და მომღიმარი
  • შეგუებადობა და კომპანიის სტანდარტების გაზიარება
  • ენთუზიაზმი და ინტერესი ტურისტულ სფეროში
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • დროის მართვის უნარი
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის პრინციპი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • აკურატული და სუფთა

 

სამუშაო პირობები

  • პოზიციის სახელი: ოფისის ადმინისტრატორი (რეცეფციონისტი)
  • ანაზღაურება: 700 + ბონუსი გაყიდვებიდან
  • ადგილმდებარეობა: მეიდანი ან თავისუფლების მოედანი, თბილისი
  • სამუშაო დღეები და საათები: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი
  • სასიამოვნო და კომფორტული სამუშაო გარემო
  • შერჩეული კანდიდატები, კვალიფიკაციიდან გამომდინარე, გაივლიან სტაჟირებას


 

აპლიკაციის ინსტრუქციები

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე g.kokhtashvili@wst.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „ოფისის ადმინისტრატორი (რეცეფციონისტი)“

კომპანია რეგულარულად განიხილავს აპლიკაციებს, ამიტომ გირჩევთ ნუ დააყოვნებთ რეზიუმეს გამოგზავნას

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები განიხილება და შესაბამისად გაივლიან გასაუბრებას.

გისურვებთ წარმატებას!

 

მსგავსი განცხადებები
Concierge

The Biltmore hotel Tbilisi


12 თებ - 03 მარ

Front Office Receptionist

The Biltmore hotel Tbilisi


12 თებ - 03 მარ

Front Office Receptionist in Gudauri

Hotel Alpina


11 თებ - 12 მარ

Front Office Receptionist in Gudauri

Hotel Alpina


21 იან - 19 თებ

Guest Relations Officer in Batumi

სასტუმრო WELMOND


07 თებ - 08 მარ

Receptionist

Ibis Styles Tbilisi Center


04 თებ - 05 მარ

Администратор-Продавец

გეროცკას ტორტი


05 თებ - 06 მარ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV