შესყიდვების და ლოგისტიკის მენეჯერი

თარიღები: 14 თებ - 28 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@veziri.net
შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი) შესყიდვების მენეჯერი ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკა ლოჯისტიკის მენეჯერი

შპს ვეზირი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

თანამდებობა/პოზიცია:      შესყიდვების და ლოგისტიკის მენეჯერი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა:    (1) ერთი

საბუთების მიღების ბოლო ვადა:    28/02/2019

დასაქმების სავარაუდო თარიღი:     1 მარტი, 2019

 

ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი:

  • კომპანიის მიერ შესასრულებელი პროექტების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, კომპანიის შესყიდვების წარმოება.

 

პროფესიული მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი
  • სპეციალობა: მენეჯმენტი, შესყიდვები და ლოგისტიკა, პროექტის მართვა

 

ცოდნა და გამოცდილება: 

  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • პროფესიული ტრენინგები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლებები;
  • საოფისე პროგრამების MS Office გამართული ცოდნა; 
  • ამ სფეროში არსებული შესაბამისი სტანდარტების და რეგულაციების ცოდნა;
  • სპეციფიკური ორგანიზაციული ცოდნა: სასურველია გაცნობიერებული იყოს ტელეკომუნიკაციისა და ელექტრული უსაფრთხოების სისტემებში.

 

უნარ-ჩვევები:

  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ფლობა (როგორც სასაუბრო ისე წერილობითი);
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის მაღალი უნარი;
  • ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და ანალიზის უნარი;
  • პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
  • დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
  • დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინიციატივიანობა და მაღალი მოტივაცია;
  • კომპანიის ინტერესებზე ორიენტირებულობა;
  • როგორც გუნდური, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • შრომისმოყვარეობა;
  • აკურატულობა.

 

ფუნქცია-მოვალეობები (დეტალურად):

  • უცხოელ და ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
  • მომწოდებელთა შეფასების ეფექტური სისტემის შემუშავება და როგორც პირველადი ასევე პერიოდული შეფასების ჩატარება;
  • სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადება;
  • დაშვებულ მომწოდებელთა ნუსხის წარმოება/ მუდმივი განახლება.;
  • ხშირად/მუდმივად გამოსაყენებელი მასალების კრიტიკული დონის დადგენა და ავტომატური განმეორებითი შესყიდვა;
  • მოლაპარაკებების წარმოება  ფასების გადახედვის თვალსაზრისით;
  • შესყიდვების ერთიანი გეგმის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
  • დამკვეთისგან ზუსტი ინფორმაციის გამოთხოვა შესასყიდ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე;
  • რისკების შეფასება, ალტერნატიული გეგმის ჰქონა (მაგ. შეუსაბამო პროდუქციის ჩამოსვლის, ქარხნული წუნის თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
  • შეუსაბამო პროდუქციის მართვა;
  • შეკვეთილი და მიღებული საქონლის თანხვედრის შეფასება
  • პროცესის სრული კონტროლი საქონლის შეკვეთიდან მისი შემკვეთისთვის ჩაბარებამდე, მათ შორის:
    • მუდამ იცოდეს შესყიდული/გამოგზავნილი ტვირთვის ლოკაციის სტატუსი;
    • მუდმივად განახლებული ინფორმაციას აწვდიდეს დაინტერესებულ პირთა წრეს (პროექტები, ბუღალტერია, საწყობი, ლოჯისტიკის ოფიცერი, დამკვეთი...);
    • ეფექტური კომუნიკაციისა და დავალებების სწორი დელეგირების გზით უზრუნველყოს ტვირთის დროული განბაჟება, აღრიცხვა,  დანიშნულების ადგილამდე მიტანა და ზოგადად ეფექტური ტვირთბრუნვა;
    • აწარმოოს პროექტის ფარგლებში გაცემული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა. თითოეული პროექტისთვის, ნებისმიერ ეტაპზე ზუსტად იყოს აღრიცხული რა ოდენობის, რა დასახელების  და რა ღირებულების ნივთებია გაცემული;
  • ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება შეკვეთილი  და მიღებული საქონლის შესახებ;
  • შესყიდვების პროცესის, ქმედებათა თანმიმდევრობის და თითოეულზე პასუხისმგებელი პირების მკაფიოდ გაწერა;
  • შესაბამისი დადგენილი სტანდარტების  შესაბამისად მუშაობა.

 

სამუშაო პირობები

  • 35 საათიანი სამუშაო კვირა (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შუალედში ერთ საათიანი შესვენებით);
  • ანაზღაურება ფიქსირებული: კონკურენტუნარიანი ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • სოციალური პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევის საოჯახო პაკეტი „გოლდი“(პაკეტის ღირებულებას სრულად ფარავს კომპანია);
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შპს ვეზირის სათაო ოფისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის №7 

 

დასაქმებულის უფლებები:

  • შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. 
  • დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.
  • ხელშეკრულების ფორმა და  ვადა:  შრომითი ხელშეკრულება, გამოსაცდელი 6 თვის ვადით.

 

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, თვენი CV  გამოგზავნეთ მისამართზე: vacancy@veziri.net , SUBJECT-ის ველში მიუთითეთ შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.

მსგავსი განცხადებები
Logistics Coordinator

Millennium Trans Georgia


21 იან - 17 თებ

Logistics Manager in Poti

Mira Trans


30 იან - 28 თებ

კორპორატიული გაყიდვების/ლოჯისტიკის/მარკეტინგის  მენეჯერი

სადისტრიბუციო კომპანია ქალაქური


06 თებ - 06 მარ

ლოჯისტიკის მენეჯერი

მორენა პრო


07 თებ - 08 მარ

ლოჯისტიკის მენეჯერი

აუდიტესკორტი


24 იან - 22 თებ

ლოჯისტიკის მენეჯერი

მოდის სახლი მატერია


14 თებ - 28 თებ

შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

Agro Food Trade


06 თებ - 05 მარ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV