HoReCa სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი

თარიღები: 13 თებ - 14 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: hr@gdl.ge
გაყიდვები:  სავაჭრო წარმომადგენელი პრისელერი

GDL - ჯიდიელი („საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ ყოფილი „თელიანი თრეიდინგი“) 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე.

ამჟამად ჯიდიელის პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 12 წელზე მეტია ახორციელებს . მათ შორისაა: თელიანი ველი, ბაგრატიონი, Macallan, Lavazza, კამპა, Medoff, Sobieski და სხვა.

მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს

 

ჯიდიელი აცხადებს ვაკანსიას HoReCa სავაჭრო წარმომადგენლის  (პრისეილერის) პოზიციაზე თბილისში.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • უბანზე გადაადგილება: განსახილველს კანდიდატს უნდა ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი. კომპანიის მხრიდან აუნაზღაურდება ცვეთის ხარჯი და საწვავი კილომეტრაჟისა და მარშრუტის მიხედვით
  • მოთხოვნის უზრონველყოფა: განსახილველ კანდიდატს მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით უნდა შეეძლოს უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის გაყიდვების და წარმოდგენის ორგანიზება HoReCa-ს ქსელში
  • ქსელის ჩამოყალიბება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა
  • სარეკლამო მასალების და გაყიდვებისთვის აუცილებელი ტექნიკის სარეალიზაციო ქსელში ეფექტური განთავსება
  • სადისტრიბუციო ქსელში შეკვეთების მენეჯმენტი და ფულადი სახსრების ინკასაციის პროცესის სწორად წარმართვა
  • სადისტრიბუციო ქსელის დროული ინფორმირება ფასდაკლებების, პრომოაქციების და სპეციალური შეთავაზებების მხრივ
  • სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების და აღწერილობის სრულფასოვნად ცოდნა
  • კომპანიის მიზნების, პრიორიტეტების, ამოცანების გათავისება და შესრულება მის სადისტრიბუციო ქსელში
  • უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის წარმოება
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები და ამოცანები

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • აუცილებელია ‘’B’’ კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
  • სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
  • მიზანდასახულობა
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის  და დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „HoReCa სავაჭრო წარმომადგენელი“

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
ანაზღაურებადი სტაჟირება/სავაჭრო წარმომადგენლი-პრისელერი

კანტი


31 იან - 28 თებ

გაყიდვების აგენტი/პრისეილერი გორში

G&A GROUP


14 თებ - 14 მარ

გაყიდვების აგენტი/პრისეილერი ქუთაისში

G&A GROUP


14 თებ - 14 მარ

დისტრიბუტორი /პრისელერი ახალციხეში

მეგაკო თრეიდი


12 თებ - 13 მარ

დისტრიბუტორი/პრისეილერი

ორიენტი


04 თებ - 05 მარ

პრისეილერი

ბი ემ ეს


04 თებ - 03 მარ

პრისეილერი

პრესის გამავრცელებელი სააგენტო მერკური


31 იან - 25 თებ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV