ფინანსური დირექტორის მოადგილე

Georgia Global Utilities

თარიღები: 08 თებ - 22 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: მაგისტრი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ელ. ფოსტა: recruitment@ggu.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი) TOP მენეჯმენტი:  ფინანსური დირექტორი(CFO) დირექტორის მოადგილე

Georgia Global Utilities (GGU) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე

 

GGU ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც ოპერირებს წყალმომარაგებისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში. წყალმომარაგების ბიზნესის მიმართულებით GGU წარმოადგენს ბუნებრივ მონოპოლიას, რომელიც  თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლალმომარაგება-წყალარინების სერვისით უზრუნველყოფს 1.4 მილიონ ადამიანს. კომპანიის საკუთრებაშია რამდენიმე  ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 152 მეგავატია (მათ შორის ჟინვალჰესი).

განახლებადი ენერგიის მიმართულებით, GGU ანვითარებს, აშენებს და ექსპლუატაციას უწევს ჰესებს, მზისა და ქარის სადგურებს.  მესტიაჭალა ჰესი პირველი მაშტაბური განახლებადი ენერგიის პროექტია, რომელიც 2019 წლის პირველ ნახევარში გაეშვება (50 მეგავატი დადგმული სიმძლავრით სვანეთის რეგიონში).

 

ამჟამად კომპანია ეძებს მაღალი რგოლის მენეჯმენტში, მოტივირებულ პროფესიონალს, რომელსაც სთავაზობს ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციას. შერჩეული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება GGU-ს ყველა შვილობილი კომპანიის ფინანსური პროცესების მართვაზე , როგორც წყალმომარაგების ასევე განახლებადი ენერგიის მიმართულებით და დაექვემდებარება GGU-ს ფინანსურ დირექტორს.

 

პასუხისმგებლობები: 

ყოველდღიურ  საქმიანობაში შედის ჯგუფის ყველა ფინანსური  აქტივობის დაგეგმვა, განხორციელება, მართვა და კონტროლი, რაც მოიცავს ფინანსური შედეგების შეფასებას, ბიუჯეტირებას, ქონების მართვას, გარიგებების ანალიზს, სხვადასხვა მესამე დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოებას, ინვესტორებთან ურთიერთობასა და საფინანსო რესურსების მოზიდვას.

  • მნიშვნელოვანი ფინანსური პროცესების წარმართვა და საკვანძო გადაწყვეტილებებში ფინანსური დირექტორის მხარდაჭერა;
  • კომპანიის ფინანსური და საბუღალტრო ფუნქციების მართვა და კონტროლი;
  • ფინანსური შედეგების მონიტორინგი და ანალიზი; მაკორექტირებელი ქმედებების ინიცირება, ფინანსური გადახრების გავლენის შემცირება;
  • სათანადო შიდა კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფა;
  • ფინანსური პროგნოზირების, ბიუჯეტისა და ანგარიშგების წარმოების პროცესების მართვა;
  • სტრატეგიული ბიზნეს გეგმის შემუშავებისა და განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, მონიტორინგის სისტემების განვითარებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • მარეგულირებელ ორგანოებთან, ბანკებთან, აუდიტორებთან, ინვესტორებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
  • შიდა და გარე აუდიტთან ურთიერთობების წარმართვა და საქმიანობის წარმართვისას მიღებული რეკომენდაციებით ხელმძღვანელობა;
  • ფინანსური დეპარტამენტის მიერ მომზადებული ყველა ფინანსური დოკუმენტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • დამფუძნებელი კომპანიის ფინანსურ გუნდთან ნაყოფიერი თანამშრომლობა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დათქმულ ვადებში. კვარტალური, ნახევრადწლიური და წლიური  ანგარიშგებების უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაგისტრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით;
  • 5+ წლიანი  გამოცდილება აღმასრულებელ პოზიციაზე ფინანსების მიმართულებით;
  • სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • რისკების მართვის უნარი;
  • გუნდის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი;
  • გამორჩეული ლიდერული უნარ-ჩვევები.

 

უპირატესობად ჩაითვლება კომუნალურ, ენერგეტიკისა ან სამშენებლო ბიზნესებში მსგავსი გამოცდილება და CFA, CPA or ACCA ხარისხები.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@ggu.ge არა უგვიანეს  2019 წლის 22 თებერვლისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის დანიშნულებაში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.


CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ GGU-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

მსგავსი განცხადებები
1C ERP პროდუქტების კონსულტანტი/სტაჟიორი

ბიდიო სოლუშენს


11 თებ - 12 მარ

AML ჯგუფის უფროსი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი


06 თებ - 20 თებ

Finance Manager Assistant

Chronograph Georgia


12 თებ - 10 მარ

Financial Analyst

Cryptobank


13 თებ - 25 თებ

Group Accounting Manager

ველინგტონი


04 თებ - 28 თებ

Head of Audit Department

ეიჯი კონსალტინგი


01 თებ - 02 მარ

Payroll Specialist

DeFacto


14 თებ - 15 მარ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV