აუდიტორი/აუდიტორის ასისტენტი

თარიღები: 05 თებ - 06 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური ქართული
ელ. ფოსტა: merabichikaidze@yahoo.com
ბუღალტერია/ფინანსები:  აუდიტი ფინანსები(ზოგადი)

“B.M.G. Consulting”- აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული კომპანია, აცხადებს ვაკანსიას აუდიტორისა და   აუდიტორის ასისტენტი პოზიციებზე 

 

 აუდიტორი

ძირითადი მოვალეობები:

  • დამკვეთი კომპანიების ფინანასურ აუდიტში მონაწილების მიღება და აუდიტის სტანდარტების (ISA) მიხედვით აუდიტის ჩატარება;
  • აუდიტორული კომპანიის აუდიტის მეთოდოლიგიის მკაცრი დაცვა.
  • პროფესიული თვითგანვითარება და აუდიტის ჯგუფში შემავალი პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • პროფესიული ეთიკის დაცვა;
  • სხვა განყოფილებებთან ეფექტური ურთიერთობის კოორდინირება;
  • მენეჯმენტის  ინსტრუქციების და მოთხოვნების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულება;
  • დადგენილი პერიოდულობით და ფორმით შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება;

 

 

ძირითადი მოთხოვნები:
 

  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკის/ფინანსების/ აუდიტის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ერთდროულად რამდენიმე პროექტში მონაწილეობა და პროექტების დასრულება განსაზღვრული ვადებისა და ბიუჯეტის მიხედვით;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფირმის პოლიტიკისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მოქმედება;
  • აუდიტორად მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი);
  • ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
  •  კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
  • პროფესიონალი ბუღალტრის სერთიფიკატი (ACCA);

 

დამატებითი პირობები:  

  • კომფორტული სამუშაო გარემო და პირობები.
  • 8 საათიანი სამუშაო დღე, შაბათ - კვირის გარდა.

 

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
  • პროფესიული სკეპტიციზმი და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

აუდიტორის ასისტენტის 

სამუშაო აღწერილობა:
აუდიტორის ასისტენტი არის უმცროსი პროფესიული პოზიცია აუდიტის დეპარტამენტში. მას ზედამხედველობას უწევს აუდიტორი/უფროსი აუდიტორი (ჯგუფის ხელმძღვანელი).

 

სამუშაო მოვალეობები:

  • მონაწილეობა მიიღოს აუდიტის პროექტებში და შეასრულოს უფროსი აუდიტორების მიერ მიცემული დავალებები, როგორც კომპანიის, ასევე კლიენტის ოფისში, გასვლითი სამუშაოების შესრულებისას,
  • სრულად გაიაზროს მიცემული დავალებები, დროულად განიხილოს და გაარკვიოს ნებისმიერი საკითხი უფროს თანამშრომლებთან,  
  • თითოეული პროექტის დაწყებისას, გაეცნოს ახალი კლიენტების ბიზნეს-საქმიანობას; განაახლოს არსებული კლიენტების შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაცია,
  • შესრულებული აუდიტორული სამუშაო სათანადოდ და ზუსტად ასახოს სამუშაო დოკუმენტებში,
  • მონაწილეობა მიიღოს აუდიტორის დასკვნებისა და სხვა ანგარიშების შედგენაში,  
  • დაასრულოს მიცემული დავალებები დადგენილ ვადებში, რომელიც მითითებულია აუდიტის დაგეგმვის მემორანდუმში,  
  • დაიცვას ეთიკისა და პროფესიული ქცევის ნორმები ეთიკისა და ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელოს შესაბამისად,
  • შეასრულოს განგრძობითი პროფესიული განათლების მინიმალური მოთხოვნები, დაესწროს გარე და შიდა კურსებს და ინდივიდუალური სწავლების პროგრამებს,  
  • მუდმივად ფლობდეს ინფორმაციას მიმდინარე და საერთაშორისო რეგულაციებისა და სახელმძღვანელო მითითებების შესახებ, რომლებიც ეხება აუდიტის პროცესს, ასევე კლიენტთან დაკავშირებულ ბიზნეს-რისკებს,
  • შეასრულოს უფროსი აუდიტორების მიერ მიცემული სხვა დავალებები.


საჭირო კვალიფიკაციები და უნარები:

  • უნივერსიტეტის ხარისხი ფინანსების/ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის დარგში,
  • აუდიტორის ასისტენტად ან მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პროფესიული გამოცდილება,
  • საფინანსო/საბუღალტრო კვალიფიკაციის პროგრამაში (ACCA ან ქართული საკვალიფიკაციო პროგრამა) ჩართულობა ჩაითვლება უპირატესობად,  
  • პროფესიული ზრდისა და გაუმჯობესებისაკენ ლტოლვა,
  • თვითგანვითარებისა და სწავლის დემონსტრირებული ინტერესი,
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციისა და ანგარიშგების უნარი,  
  • ანალიტიკური უნარი,  
  • გუნდური მუშაობის უნარი,
  • დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი,
  • კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა,
  • ენები: ქართული, ინგლისური (ძალიან კარგად).

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: merabichikaidze@yahoo.com, გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "აუდიტორი" ან  "აუდიტორის ასისტენტი".

მსგავსი განცხადებები
Head of Audit Department

ეიჯი კონსალტინგი


01 თებ - 02 მარ

არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

საქართველოს ეროვნული ბანკი


15 თებ - 28 თებ

1C ERP პროდუქტების კონსულტანტი/სტაჟიორი

ბიდიო სოლუშენს


11 თებ - 12 მარ

AML ჯგუფის უფროსი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი


06 თებ - 20 თებ

Audit Intern

ეიჯი კონსალტინგი


01 თებ - 02 მარ

Finance Manager Assistant

Chronograph Georgia


12 თებ - 10 მარ

Financial Analyst

Cryptobank


13 თებ - 25 თებ


NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV