წარმოების უფროსი

თარიღები: 04 თებ - 03 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: პროფესიული კოლეჯი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@poladissakhli.ge
წარმოება/ოპერაციები:  წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა წარმოების/ქარხნის მართვა

„ფოლადის სახლი”,  ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი თრეიდერი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას წარმოების უფროსის პოზიციაზე.

 

წარმოების მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული წარმოების ხელმძღვანელობა;
  • საწარმოში არსებული დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (ლითონის საჭრელი დაზგა (გილიოტინა), ლითონის გამსწორებელი დანადგარი, ლითონის ფორმის მიმცემი დანადგარი, სახარატე დანადგარი და სხვა);
  • წარმოების აღრიცხვა და კონტროლი;
  • შემოსული შეკვეთების გაძღოლა და დროში განხორციელების უზრუნველყოფა;
  • საწარმოს მომუშავე გუნდის ხელმძღვანელობა და საჭიროების შემთხვევაში გუნდის დაკომპლექტება კვალიფიციური პერსონალით;
  • საწარმოო პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ანგარიშის მომზადება კომპანიის დირექტორთან წარსადგენად;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • წარმოების ხელმძღვანელად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • რკინის სამშენებლო მასალების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების ფლობა;
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ფლობა.

 

პიროვნული თვისებები:

  • მათემატიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზების და მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
  • გაყიდვებზე ორიენტირებული;
  • ბიზნესის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებული;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი- სამგორის  რაიონი, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ  05/053

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, შაბათი - მოკლე სამუშაო დღე.
 

დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება
  • ტრანსპორტირება

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge 

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: წარმოების უფროსი.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

„ფოლადის სახლი” სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება. კომპანია ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის გაძლიერებას.

კომპანია „ფოლადის სახლის“ შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.poladissakhli.ge

NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV
NoLogoAvailable
დატოვე CV