განცხადების სრული ტექსტი

კომპანია „გასა“ (GASA) — რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიაკომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines და Air Arabia — აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე - როლზე, რომელიც მომხმარებლის მხარდაჭერასა და გაყიდვებს აერთიანებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლის მხარდაჭერა: შემომავალი ზარების, ჩატებისა და ელ. ფოსტის დამუშავება; მომხმარებლისთვის კონსულტაციისა და ინფორმაციის მიწოდება; ავიაბილეთებისა და ჯავშნების ცვლილება და გაუქმება; პრეტენზიების მოგვარება.
  • გაყიდვები: მომხმარებლის საჭიროების გამოკვლევა, შეთავაზება, შეპასუხებებთან მუშაობა, გაყიდვის დახურვა და დამატებითი სერვისების შეთავაზება; ავიაბილეთების დაჯავშნა/გამოწერა და გაყიდული ბილეთების აღრიცხვა.
  • სტანდარტების დაცვა: დისტანციური გაყიდვების ტექნიკების, სატელეფონო ეტიკეტისა და საუბრის სტრუქტურის დაცვა; ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ჯავშნების პლატფორმების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აუცილებელია სწრაფად სწავლის მზადყოფნა)
  • უპირატესობა მიენიჭება დისტანციური გაყიდვების, ქოლ-ცენტრის ან ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილებას.

უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები:
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • დეტალებზე ყურადღება
  • კომუნიკაციისა და ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა

პირობები:
ლოკაცია: თბილისი, მერაბ კოსტავას 14
გრაფიკი: 5/2 (დინამიური/ცვლებში)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hr@gasa.ge. სათაურის ველში (Subject) გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის ოპერატორი.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ინდუსტრია / სფერო:
დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა,დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა,დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, სხვა
ენები:
ქართული,ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები