დღეს - 11 დეკ

შესყიდვების სპეციალისტი

თბილისი, ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:t.logua@btki.ge

განცხადების სრული ტექსტი

ბი თი ქეი აი რეილვეის აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 11 დეკემბერი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა:
შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს.

სამუშაოს აღწერა:
  • სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნების საფუძველზე მონაწილეობა შესყიდვების დაგეგმვის პროცესში და შესაბამისი მასალებისა და წინადადებების მომზადება
  • ბაზრის მოკვლევა, ინფორმაციის მოგროვება და გაანალიზება პოტენციური მომწოდებლების, ფასების, ტექნიკური მახასიათებლებისა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ
  • მონაწილეობა შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრის პროცესში და შესაბამისი დასაბუთებების და ანგარიშების მომზადება
  • მოქმედი კანონმდებლობის, კომპანიის შიდა ნორმატიული აქტებისა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად შესყიდვების პროცედურების ორგანიზება და განხორციელება
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის, მოწვევების, განცხადებების, ანგარიშების, ოქმებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება
  • კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და მოთხოვნების საფუძველზე ტექნიკური დავალებების დამუშავება და ჩამოყალიბება (შესყიდვის პროცედურებისთვის საჭირო ფორმით)
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, მონაცემების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და არქივირება
  • შესყიდვებთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და სხვა სამუშაო დოკუმენტების მომზადება
  • კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშების, ცნობებისა და ანალიტიკური მასალების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
  • სამუშაო გამოცდილება მინ. 1 წელი (მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • რუსული ენის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების (word, excel) ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
  • შესასრულებელი სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

საბუთების წარმოდგენის წესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: t.logua@btki.ge

NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
მაგისტრი, ბაკალავრი
ენები:
ქართული,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები