განცხადების სრული ტექსტი
შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (9:45სთ-18:15სთ)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. #9
ძირითადი მოვალეობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პიროვნული უნარები
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც:
ჩვენ გთავაზობთ
უპირატესობად ჩაითვლება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (9:45სთ-18:15სთ)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. #9
ძირითადი მოვალეობები
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა;
- საბანკო ოპერაციების ასახვა;
- სალაროს ოპერაციების წარმოება;
- საგადასახადო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;
- საბუღალტრო ბაზის დამუშავება;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
- ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
- MS Excel-ის კარგი ცოდნა (Pivot Table, Lookup ფუნქციები, მონაცემთა დამუშავება);
- საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1c, Oris, RS.ge და სხვა შესაბამისი პროგრამები);
- სასურველია ACCA, ან სხვა პროფესიული განვითარების კურსების სერთიფიკატი ან სწავლების პროცესი.
პიროვნული უნარები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
- პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი;
- პრობლემის დამოუკიდებლად ანალიზისა და გადაწყვეტის უნარი.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც:
- პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საქმიანობას;
- არ მალავს შეცდომას და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად ახდენს ინფორმირებას;
- იზიარებს გუნდური მუშაობის პრინციპებს;
- ორიენტირებულია განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე;
- პატივს სცემს სამუშაო პროცესებსა და ორგანიზაციულ სტრუქტურას.
ჩვენ გთავაზობთ
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
- გამოცდილ გუნდთან მუშაობას;
- თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებზე დაფუძნებულ სამუშაო პროცესს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
უპირატესობად ჩაითვლება
- სამედიცინო ან მრავალპროფილურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- ფინანსური ანალიზის საფუძვლების ცოდნა;
- ავტომატიზაციისა და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება .
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო:
- ველნესი და ფიტნესი
ალტერნატიული მედიცინა,ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
- ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
- ველნესი და ფიტნესი
ალტერნატიული მედიცინა,ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები):
- ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი
- ენები:
- ქართული