განცხადების სრული ტექსტი
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - აგრო გაყიდვების რეგიონალური მენეჯერი ქვემო ქართლის რეგიონში
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: აგრო გაყიდვების რეგიონალური მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
პოზიციის მიზანი:
სამუშაოს აღწერა:
პოზიცია: აგრო გაყიდვების რეგიონალური მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
პოზიციის მიზანი:
- აგრო გაყიდვების რეგიონალური მენეჯერის პოზიციის ძირითადი მიზანია, რეგიონის ჭრილში უზრუნველყოს კრედოს სოფლის კონსულების საქმიანობის ადმინისტრირება, არსებული მსესხებლების შენარჩუნების და ახალი მსესხებლების მაქსიმალური მოზიდვის მიზნით
სამუშაოს აღწერა:
- რეგიონის მასშტაბით კონსულების/კრედო კონსულების ყოველდღიური მართვა და მათი ადმინისტრირება;
- რეგიონში, კონსულების/კრედო კონსულების ყველა გეგმის შესრულების უზრუნველყოფა, მმართველთან, საკრედიტო მენეჯერებთან, სესხის მენეჯერებთან, ოფიცრებთან შეთანხმებულად.
- რეგიონის მასშტაბით კონსულებისთვის დავალებების მიცემა, მმართველთან, საკრედიტო მენეჯერებთან, სესხის მენეჯერებთან, ოფიცრებთან შეთანხმებულად, მათი შესრულების კონტროლი და მონიტორინგი;
- სერვისცენტრებთან მჭიდრო კოორდინაცია, კომუნიკაცია და მხარდაჭერა;
- აგრო გაყიდვების არხში არსებული რეპორტების სერვისცენტრებთან გამოყენება, გაზიარება, სწავლება, კონტროლი და გამოყენების მუშაობის მონიტორინგი;
- რეგიონის ჭრილში კონსულების მოძიება, შერჩევა და არასათანადო კონსულების გათავისუფლების უზრუნველყოფა;
- რეგიონის ჭრილში ხარვეზების გამოვლენა, მოკვლევა და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- კონსულებისათვის ტრეინინგების ორგანიზება და ჩატარება;
- პრომოს დაგეგმვა კონტროლი, მონიტორინგი და სრულყოფილად ჩატარების უზრუნველყოფა;
- კონსულების რისკის მონიტორინგი, დარღვევების გამოვლენა და დროული რეაგირება ;
- აგრო გაყიდვების მიმართულებით რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვა;
- ხელმძღვანელთან უკუკავშირი და სხვა დავალებების შესრულება.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების ან საბანკო საქმის მიმართულებით;
- საკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
- საბანკო პროდუქტების სიღრმისეული ცოდნა;
- საბანკო და საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- ეფექტური წერითი საკომუნიკაციო უნარი ქართულად და ინგლისურად;
- სხვა თანამშრომლების სწავლების, კოორდინაციისა და კონტროლის უნარი;
- გუნდურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრობლემათა ეფექტური გადაჭრის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 18 დეკემბერი, 2026 წელი.შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო:
- ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
- გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
- ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები):
- ბაკალავრი
- ენები:
- ინგლისური,რუსული