26 ნოე - 25 დეკ

შეფ-მზარეული

თელავის მუნიციპალიტეტი, თელავი

განცხადების სრული ტექსტი

Holiday Inn Telavi აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თელავი

ძირითადი მოვალეობები:
  • მენიუსა და კერძების დაგეგმვა: მენიუს შექმნა და განახლება; კერძების მომზადება სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით.
  • ხარისხის და პორციის კონტროლი: თითოეული კერძის ხარისხის, გრამაჟის, პორციის რაოდენობის, პრეზენტაბელურობისა და ტემპერატურის შემოწმება სამზარეულოდან გატანამდე.
  • მარაგებისა და პროდუქციის მართვა: საჭირო ნედლეულის შეძენის უზრუნველყოფა,პროდუქტის ხარისხის, ვარგისიანობისა და შენახვის წესების (ტემპერატურა, სტიკერები) მუდმივი კონტროლი.
  • გუნდის ეფექტური მართვა და განრიგები: თანამშრომელთა სამუშაო განრიგების სწორად დადგენა (შრომისა და ანაზღაურების ეფექტური გადანაწილებით), მათთვის ინსტრუქციების მიცემა და შესრულების გაკონტროლება.
  • გუნდის სწავლება და განვითარება: ახალი თანამშრომლებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ტრენინგების შემუშავება და ჩატარება.
  • სანიტარია და უსაფრთხოება: სამზარეულოს სისუფთავის, ჰიგიენისა და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა.
  • ტექნიკური აღჭურვილობის მეთვალყურეობა: საცხობის, მაცივრებისა და სხვა ინვენტარის გამართულობისა და სისუფთავის კონტროლი; ხარვეზების აღმოჩენისას ტექნიკურ დეპარტამენტთან კომუნიკაცია.
  • ღონისძიებების მართვა და კოორდინაცია: კომპანიის გასვლითი და შიდა ღონისძიებების ორგანიზება; სერვისის გუნდთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება: შესაბამის პოზიციაზე (შეფი, სუ-შეფი) მუშაობის მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება ბრენდულ სასტუმროებში მუშაობის გამოცდილება).
  • განათლება: პროფესიული ან უმაღლესი განათლება კულინარიის/კვების სფეროში.
  • სტანდარტებისა და რეგულაციების ცოდნა: კვების უსაფრთხოების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და HACCP-ის სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა.
  • კულინარიული ცოდნა: ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს მაღალ დონეზე ცოდნა, ტექნოლოგიური რუკებისა და კალკულაციის წარმოების უნარი.
  • ლიდერობა და მართვა: გუნდის ეფექტურად მართვის, სამუშაო გრაფიკების დაგეგმვისა და თანამშრომელთა ტრენინგის/განვითარების უნარი.
  • ფინანსური მართვა: სამზარეულოს მარაგების, ხარჯებისა და დანაკარგების ეფექტურად მართვის უნარი.
  • პიროვნული თვისებები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, სტრესულ გარემოში სწრაფი რეაგირებისა და მულტიტასკინგის უნარი.
  • კომუნიკაცია: სერვისის პერსონალთან და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სასტუმრო / რესტორანი / კვება სამზარეულოს ოპერაციების მენეჯმენტი,კულინარია
ინდუსტრია / სფერო:
დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა,დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
3-დან 5 წლამდე
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
სასტუმრო / რესტორანი / კვება სამზარეულოს ოპერაციების მენეჯმენტი,კულინარია
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა,დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები