სტარტი დღეს - 25 დეკ

პოლისების ადმინისტრირების უფროსი მენეჯერი

თბილისი
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:vacancy@myigg.ge

განცხადების სრული ტექსტი

“საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი” აცხადებს ვაკანსიას პოლისების ადმინისტრირების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პოლისების ადმინისტრირების დეპარტამენტის ეფექტური მართვა;
  • პროგრამა/ში დაფიქსირებული პოლისების შემოწმება;
  • სრულყოფილი პოლისების არსებობის შემთხვევაში მისი პროგრამულად დამოწმება;
  • დამოწმებული პოლისების გაგზავნა დაზღვეულებთან ;
  • კომპანიაში არსებული წესის შესაბამისად პოლისების დაარქივება;
  • დასაარქივებელი პოლისების თანდართული დოკუმენტაციის პაკეტის სისრულეზე კონტროლი;
  • ყოველთვიური რეპორტის მომზადება დოკუმენტების სრულყოფის ინფორმაციის შესახებ;
  • პოლისების გაუქმებების უზრუნველყოფა და გაუქმების პროცესის კონტროლი;
  • დებიტორული პოლისების კონტროლი და მათი გაუქმების პროცესის კონტროლი;
  • გაუქმების აქტების მომზადება და დაზღვეულებთან გაგზავნა
  • დაარქივებული პოლისების მოძიება, ასლის გადაღება და კომპანიის სხვადასხვა სამსახურისათვის მიწოდება;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება, პოლისირება და მონაცემთა ბაზაში ასახვა და კონტროლი;
  • დაზღვეულთა სიებში ცვლილებებზე მუშაობა და მონაცემთა ბაზაში ასახვა და კონტროლი;
  • გაყიდვებთან, არსებული ხელშეკრულებების პროლონგაციების უზრუნველყოფა პროგრამულად და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული სააგენტო ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფისათვის ტექნიკური მხარდაჭერა და პროცესებში სრულფასოვანი ჩართულობა;
  • გაყიდვების შემდგომი სერვისის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
  • სამსახურში შემავალი საშტატო ერთეულებისათვის ახალ პროდუქტებზე გაცნობითი ხასიათის ტრენინგების, შესაბამისი ინსტრუქტაჟისა და ტესტირების მომზადების ორგანიზებაში ხელშეწყობა;
  • კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ, მიწოდებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შესაბამისი წესით დაარქივება;
  • კომპანიის დირექტორატის მიერ მასზე დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

განათლება და გამოცდილება:
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • MS Office პროგრამების ცოდნა

აუცილებელი უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაცია (ზეპირი და წერითი)
  • პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ანაზღაურება: 2500 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: vacancy@myigg.ge
გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება


ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
დაზღვევა პოლისების კონტროლი/ადმინისტრირება
ინდუსტრია / სფერო:
ფინანსები დაზღვევა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 2500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
დაზღვევა პოლისების კონტროლი/ადმინისტრირება
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ფინანსები დაზღვევა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, მაგისტრი, ბაკალავრი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები