დღეს - 25 დეკ

მოლარე / კონსულტანტი

თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ.
თბილისი, საბურთალო, ნუცუბიძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:+995 511 44 22 98
მისამართი:მირიან მეფის 88

განცხადების სრული ტექსტი

საკონდიტრო „მარონი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტი პოზიციაზე.

ჩვენ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ვსაქმიანობთ და მომხმარებელს ვთავაზობთ საკონდიტრო ნაწარმს წარმოების ორი ხაზით — თანამედროვე MARRONI და კლასიკური DIDEBULI. ჩვენი პროდუქცია აერთიანებს ტრადიციულ გემოებსა და თანამედროვე საკონდიტრო მიდგომებს.

ვეძებთ პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც მომხმარებელს პროდუქციის შერჩევაში დაეხმარება და იზრუნებს სასიამოვნო მომსახურებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • ასორტიმენტის გაცნობა და მომხმარებლის საჭიროების შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • პროდუქციის ვიტრინაში განთავსება და მოწესრიგებული იერსახის შენარჩუნება;
  • პროდუქციის ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
  • სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა და გუნდთან თანამშრომლობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება:1300-1500


განაცხადის მიღება:

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით: +995 511 44 22 98

შემოუერთდით „მარონის“ გუნდს!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
ინდუსტრია / სფერო:
წარმოება საკვების წარმოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1300 - 1500 (+ ბონუსი)
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
საპენსიო წილის ანაზღაურება,ბონუსები და წახალისება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
წარმოება საკვების წარმოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, ბაკალავრი
ენები:
ქართული,ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები