დღეს - 25 დეკ

ბარისტა-მოლარე

თბილისი, დიდუბე, გოგოლაურის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:info@cmacunebi.ge

განცხადების სრული ტექსტი

ცმაცუნებში ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და გამოცდილ ბარისტა-მოლარეს.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციისა და ასორტიმენტის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა;
  • მომხმარებლების კონსულტაცია და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • ყავის სხვადასხვა სახეობის მომზადება;
  • ონლაინ მიღებული შეკვეთების დროული და ხარისხიანი მომზადება;
  • სალაროსთან მუშაობა, ანგარიშსწორების წარმოება და სალარო ოპერაციების სწორად შესრულება;
  • სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და მუდმივი წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
  • ყავის მომზადების ტექნოლოგიების ცოდნა;
  • სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 09:00–22:00;
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს (ორი დღე დასვენება, ერთი დღე მუშაობა);
ანაზღაურება: 80 ლარი.

როგორ დაგვიკავშირდეთ:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ან მოკლე ინფორმაცია თქვენ შესახებ (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი) ელ-ფოსტაზე: info@cmacunebi.ge
(გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ „ბარისტა-მოლარე“)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სასტუმრო / რესტორანი / კვება ყავის ხარშვისა და ბარისტას უნარები
ინდუსტრია / სფერო:
წარმოება საკვების წარმოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 1 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
სასტუმრო / რესტორანი / კვება ყავის ხარშვისა და ბარისტას უნარები
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
წარმოება საკვების წარმოება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება
ენები:
ქართული,ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები