განცხადების სრული ტექსტი
სს „საქართველოს ბანკის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ადმინისტრატორის თანამდებობაზე კაბალში.
დასაქმების შემთხვევაში გექნება შესაძლებლობა:
- ჩაერთო ბანკის ტერიტორიაზე დაცვის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების მონიტორინგსა და სისტემების პერიოდულ ტესტირებაში;
- თანამშრომლების მიერ სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით გაატარო შესაბამისი ღონისძიებები;
- ჩაერთო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირებისა და ოპერატიული რეაგირების პროცესში;
- ბანკში მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის წარმართო დროული იდენტიფიცირების, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირებისა და მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებების პროცესი;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
- განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება.
- სამუშაო გამოცდილება:სასურველია მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება დაცვის სამსახურში ან ძალოვან სტრუქტურაში სპეცდანიშნულების მიმართულებით.
ცოდნა და უნარები:
- სასურველია სახანძრო უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
- ემოციური წონასწორობა, ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველწლიურ ბონუსს (გამომუშავებით);
- კომფორტულ სამუშაო სივრცეს;
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 9 დეკემბერი, 2026.
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/usaprtxoebis-administratori-kabali-kabali-jVUyka?source=Hr.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- უსაფრთხოება / დაცვა
უსაფრთხოების ოპერაციები,ობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო:
- ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- 0-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
- უსაფრთხოება / დაცვა
უსაფრთხოების ოპერაციები,ობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
- ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი:
- დამწყები რგოლი
- განათლების დონე(ები):
- ბაკალავრი, საშუალო განათლება
- ენები:
- ქართული
