განცხადების სრული ტექსტი

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას E-commerce კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ვებ-გვერდზე www.domino.com.ge პროდუქციის ატვირთვა;
  • პროდუქციის აღწერის დამუშვება სამ ენაზე (geo, eng, rus);
  • პროდუქციისთვის რელევანტური საძიებო სიტყვების გაწერა;
  • ფოტო მასალის მოძიება ან საჭიროების შემთხვევაში ჰიპერმარკეტში გადაღება და შემდგომი დამუშავება;
  • ყოველთვიური რაპორტინგი;ა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი სავალდებულოა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა გრამატიკული შეცდომების კორექტირებისთვის;
  • გრაფიკულ რედაქტორებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

პირობები:
  • გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ (1 საათი შევენება);
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო).
  • FitPass;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/89mFL5Lc

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) კონტენტ მარკეტინგი
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1200 (+ ბონუსი)
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული,ინგლისური,რუსული
ნახვები
უნიკალური ნახვები