სტანდარტი დღეს - 23 დეკ

შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

გორის მუნიციპალიტეტი, გორი
სტანდარტი

განცხადების სრული ტექსტი

კომპანია რედლანერი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ გორში.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: გორი;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ანაზღაურება: 3 500 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:
  • შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, ადმინისტრირება და მონიტორინგი;
  • სამუშაო სივრცეების გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება;
  • პროფესიული რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და განახლება;
  • თანამშრომელთა ინსტრუქტაჟებისა და ტრენინგების ჩატარება;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
  • გამოვლენილ შეუსაბამობებზე რეაგირება და მათი აღმოფხვრის მონიტორინგი;
  • სამუშაო სივრცეში მომხდარი ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების მოკვლევაში მონაწილეობა;
  • პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოქმედი აკრედიტებული პროგრამის სერტიფიკატი;
  • შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი — აუცილებელია.

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვა (OHS),სახანძრო უსაფრთხოების მენეჯმენტი,შრომის უსაფრთხოების ინსპექცია
ინდუსტრია / სფერო:
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
მივლინებები:
კი(ქვეყანაში)
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
საველე
ანაზღაურება:
ფიქსირებული 3500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
1-დან 3 წლამდე
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვა (OHS),სახანძრო უსაფრთხოების მენეჯმენტი,შრომის უსაფრთხოების ინსპექცია
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
საგანმანათლებლო პროგრამები:
შრომის უსაფთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები
ენები:
ქართული,ინგლისური
მართვის მოწმობა:
B კატეგორია
საკუთარი ტრანსპორტი:
კი (მსუბუქი ავტომობილი)
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0