განცხადების სრული ტექსტი

შპს „ედელვაისი ბ“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს მომხმარებელთა მაღალკვალიფიციურ და კეთილგანწყობილ მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური ფარმაცევტული კონსულტაციის გაწევა;
  • მედიკამენტებისა და პარაფარმაციის პროდუქციის რეალიზაცია;
  • სააფთიაქო პროგრამებში (აღრიცხვა, გაყიდვები, ნაშთების კონტროლი) გამართულად მუშაობა;
  • მედიკამენტების ვადებისა და შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული ფარმაცევტული განათლება;
  • ფარმაცევტად მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
  • სააფთიაქო პროგრამებისა და საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
  • უცხო ენების (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელზე ორიენტირებულობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.

ლოკაცია: ცაბაძის 19 სავაჭრო ცენტრი პასაჟი პავილიონი 117
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: edelvaisib@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: ტელ.: 032 2 94 17 55
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — „ფარმაცევტი“.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სამედიცინო ფარმაკოლოგია,ფარმაკოთერაპია,ფარმაცია
ინდუსტრია / სფერო:
ჯანდაცვა სამედიცინო მოწყობილობა,სამედიცინო პრაქტიკა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ღია კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
(+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
სამედიცინო ფარმაკოლოგია,ფარმაკოთერაპია,ფარმაცია
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
ჯანდაცვა სამედიცინო მოწყობილობა,სამედიცინო პრაქტიკა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები