დღეს - 24 დეკ

გაყიდვების სპეციალისტი

თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:recruitment@boundsolutions.ge

განცხადების სრული ტექსტი

კომპანია Bound Solutions აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების სპეციალისტი

ხელფასი: 2,500 ლარი (NET) + ბონუსი
მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, დაინტერესებული პირების მოზიდვა და მათთან პირველადი კომუნიკაციის წარმოება;
  • მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ავტომობილების მოდელების შეთავაზება;
  • ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების, ფუნქციური შესაძლებლობებისა და კონკურენტული უპირატესობების პროფესიონალური პრეზენტაცია;
  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა - პირველადი კონტაქტიდან მოლაპარაკებებისა და გარიგების წარმატებით დასრულებამდე;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება, ფასისა და გაყიდვის პირობების შეთანხმება;
  • გაყიდვების ინდივიდუალური და გუნდური გეგმების შესრულება;
  • მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და გაყიდვის შემდგომი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების პროცესის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ შესაბამისი ანგარიშგების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება ავტოინდუსტრიაში ან პრემიუმ სეგმენტში მუშაობის გამოცდილებას;
  • ავტომობილების ბაზრის, თანამედროვე საავტომობილო ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა მოდელის სპეციფიკის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • მოლაპარაკებების წარმოების, ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • მომხმარებელთა საჭიროებების სწორად შეფასებისა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზების უნარი;
  • გაყიდვების მიზნებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა
ინდუსტრია / სფერო:
კორპორატიული სერვისები ადამიანური რესურსები,აუთსორსინგი/ოფშორინგი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 2500 (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
გაყიდვები გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
კორპორატიული სერვისები ადამიანური რესურსები,აუთსორსინგი/ოფშორინგი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული,ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები