დღეს - 24 დეკ

საოპერაციო მენეჯერი

თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:recruitment@boundsolutions.ge

განცხადების სრული ტექსტი

კომპანია Bound Solutions აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ხელფასი: 5,000 ლარი (NET)+ბონუსი
მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის საოპერაციო საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა, შესაბამისი ბიზნესპროცესების ჩამოყალიბება;
  • ავტომობილების იმპორტის, ტრანსპორტირების, ლოგისტიკისა და განბაჟების პროცესების მართვა და კოორდინაცია;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის პროცესის მართვა;
  • გაყიდვების ოფისისა და შოურუმის შეუფერხებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • საოპერაციო გუნდის ფორმირება, მართვა და თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტიანობის მონიტორინგი;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებასა და ბიზნესის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • საოპერაციო ბიუჯეტის, ხარჯებისა და ძირითადი ბიზნესმაჩვენებლების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ავტოინდუსტრიაში ან ავტომობილების იმპორტისა და რეალიზაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება;
  • საერთაშორისო ვაჭრობის, იმპორტის, ლოგისტიკისა და საბაჟო პროცედურების ცოდნა;
  • საოპერაციო პროცესების მართვისა და საქმიანი მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • ლიდერული უნარები და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა საოპერაციო მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
კორპორატიული სერვისები ადამიანური რესურსები,აუთსორსინგი/ოფშორინგი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 5000 (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა საოპერაციო მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
კორპორატიული სერვისები ადამიანური რესურსები,აუთსორსინგი/ოფშორინგი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები