დღეს - 24 დეკ

HR მენეჯერი

თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:recruitment@boundsolutions.ge

განცხადების სრული ტექსტი

ბოუნდ სოლუშენს აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: HR მენეჯერი.

ხელფასი: 4,000-5,000 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ბიზნესმიზნებთან შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, დანერგვა და განხორციელების მონიტორინგი;
  • ადამიანური რესურსების მართვის სრული ციკლის ხელმძღვანელობა, მათ შორის, შერჩევის, ადაპტაციის, შეფასების, განვითარების, შენარჩუნებისა და შრომითი ურთიერთობების მართვა;
  • ორგანიზაციული საჭიროებების გათვალისწინებით, ადამიანური რესურსების დაგეგმვა, საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება მენეჯმენტისთვის;
  • რეკრუტინგის სტრატეგიის განსაზღვრა, შერჩევის პროცესების მართვა და პოზიციებზე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატების მოზიდვის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემის, პროფესიული განვითარების, მოტივაციისა და ჩართულობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა;
  • ორგანიზაციული სტრუქტურის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და ფუნქციური პასუხისმგებლობების განსაზღვრის პროცესის კოორდინაცია;
  • HR გუნდის საქმიანობის ორგანიზება, სამუშაო პროცესების განაწილება, შესრულების მონიტორინგი და გუნდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • შრომითი ურთიერთობების მართვა, შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
  • სახელფასო პოლიტიკის, ბენეფიტებისა და თანამშრომელთა წახალისების სისტემების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი ეფექტიანობის შეფასება;
  • ორგანიზაციული კულტურის განვითარება, შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესება და თანამშრომელთა კმაყოფილებისა და ჩართულობის ზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება;
  • HR პროცესების ეფექტიანობის შეფასება, შესაბამისი ანგარიშგების მომზადება, HR მაჩვენებლების ანალიზი და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების წარდგენა;
  • HR ბიუჯეტის დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობა, რესურსების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ ან ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ადამიანური რესურსების მართვის სრული ციკლის, HR სტრატეგიის, ორგანიზაციული განვითარების, თანამშრომელთა შეფასებისა და მოტივაციის სისტემების ცოდნა;
  • საქართველოს შრომის კანონმდებლობისა და შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების ცოდნა;
  • გუნდის მართვის, სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების, პასუხისმგებლობების დელეგირებისა და შედეგების კონტროლის გამოცდილება;
  • ბიზნესპროცესების გააზრების, ორგანიზაციული საჭიროებების შეფასებისა და გრძელვადიანი HR ინიციატივების დაგეგმვის უნარი;
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ადამიანური რესურსების მართვის, ფსიქოლოგიის, სამართლის ან მსგავსი მიმართულებით;
  • MS OFFICE-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა (HR მართვის ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • მოლაპარაკებების წარმართვის, კონფლიქტური სიტუაციების მართვისა და სხვადასხვა მმართველობით რგოლთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადამიანური რესურსები HR მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
კორპორატიული სერვისები აუთსორსინგი/ოფშორინგი
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 4000 - 5003

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 5 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ადამიანური რესურსები HR მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
კორპორატიული სერვისები აუთსორსინგი/ოფშორინგი
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განათლების დონე(ები):
მაგისტრი, დოქტორი, ბაკალავრი
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები